• ეტალონი 2019

          • ❤️ „სკოლა ჰელიოსის“ VIII და IX კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“. კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდნენ VIII კლასის მოსწავლეები: ლიზი ხასაია; მარიამ შულაია; მარიამ გიორგობიანი; ნიკოლოზ გიორგაძე; ნიკოლოზ თედორაძე; თინათინ გოდერძიშვილი. IX კლასის მოსწავლეები: ირაკლი ხასაია; გიორგი სულუაშვილი; ალექსანდრე გურგენიძე. ❤️

          • ჯგუფური მუშაობა მათემატიკაში

          • ❤️ „სკოლა ჰელიოსის“ Iბ კლასში ჩატარდა სახალისო ჯგუფური მუშაობა მათემატიკაში. მოსწავლეებმა ჯგუფურად იმუშავეს სახალისო ამოცანების ამოხსნაზე. მასწავლებელი: ნინო აფციაური❤️

          • პროექტი “ჯანსაღი კვება”

          • ❤️"სკოლა ჰელიოსის" III კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინტეგრირებული პროექტის პრეზენტაცია "ჯანსაღი კვება". პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიაზრეს ჯანსაღი საკვების მიღების მნიშვნელობა, ააგეს კვების პირამიდები, მოახდინეს საკვების კატეგორიზაცია, გაიგეს როგორ გამოიმუშავონ ჯანსაღი ცხოვრების წესები, ჩაატარეს ექსპერიმენტები. პრეზენტაცია წარმოადგინეს ქართულ და ინგლისურ ენაზე. პედაგოგები: ლანა თუმანიშვილი, ნათია აბშილავა, ია ჯანუაშვილი.❤️

          • VIII-IX კლასების კონფერენცია

          • ❤️სკოლა ჰელიოსის VIII-IX კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა კონფერენციაში ,,სამშობლოს განცდა ქართველ პოეტთა შემოქმედებაში". მონაწილეებმა ემოციურად წაიკითხეს პოეზიის სხვადასხვა ნიმუში, იმსჯელეს ავტორის ხედვაზე და ნათლად ჩამოაყალიბეს მათი პიროვნული დამოკიდებულება წარმოდგენილ მასალაზე. დასასრულს მონაწილენი დაჯილდოვდნენ სიგელებით.❤️

          • პროექტი ,,ტაო-კლარჯეთი და გრიგოლ ხანძთელი"

          • სკოლა ჰელიოსის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი ,,ტაო-კლარჯეთი და გრიგოლ ხანძთელი". მათ მიმოიხილეს ისტორიული კუთხით ეს მხარე და ისაუბრეს მის იმდროინდელ საგანმანათლებლო ფუნქციაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით მსმენელებსა და მონაწილეებს შორის გაიმართა საინტერესო დისკუსია. მონაწილენი დაჯილდოვდნენ სიგელებით და დაიგეგმა ახლო მომავალში ისტორიული ტაო-კლარჯეთის მონახულება. მასწავლებლები: ქეთევან გველუკაშვილი, თამარ ვაჭარაძე

          • ჯგუფური მუშაობა მათემატიკაში

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ IIა და IIბ კლასში ჩატარდა სახალისო ჯგუფური მუშაობა მათემატიკაში. მოსწავლეებმა ჯგუფურად იმუშავეს სახალისო ამოცანების ამოხსნაზე. მასწავლებელი: ნინო აფციაური❤️

          • ლიტერატურული საღამო

          • ❤️„სკოლა ჰელიოსში“ IIა, IIბ და IIგ კლასების მონაწილეობით გაიმართა ლიტერატურული საღამო. მოსწავლეებმა გააცოცხლეს „დედა ენის“ ფურცლებზე დაწერილი მოთხრობები, ანდაზები და გამოცანები. მასწავლებელი: ლელა სეხნიაშვილი❤️

          • კალიგრაფიის კონკურსი

          • ❤️Iა, Iბ და Iგ კლასებში ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი. გამოვლინდა კლასიდან საუკეთესო კალიგრაფიის მქონე მოსწავლეები: სოფია დავითაშვილი, მართა მუსელიანი და ნინი ონიანი. მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები მონაწილეობისათვის.მასწავლებელი  თამარ რიჟამაძე❤️

          • ქართული ენის დღე

          • ❤️ 16 აპრილს "სკოლა ჰელიოსის" მეოთხე კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის დღესთან დაკავშირებით წარმოადგინეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია, სახელწოდებით:"ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ!"მასწავლებელი: ლალი ბედუკაძე ❤

          • იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი

          • ❤️სკოლა ჰელიოსის" V, VI და VII კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა). ადგილზე გაეცნენ მუზეუმში დაცულ თბილისის ისტორიისა და ყოფის ამსახველ ექსპონატებს. მასწავლებელი: ქეთევან გველუკაშვილი❤️

          • საველე პრაქტიკა თბილისის ზოოპარკში

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ VIII, IX კლასის მოსწავლეები ეწვივნენ თბილისის ზოოპარკს, სადაც ჩატარდა საველე პრაქტიკა, რომელიც ეხებოდა ურბანულ მრავალფეროვნებას და ცხოველთა სამყაროს. მოსწავლეები მათი ინტერესის გათვალისწინებით განაწილდნენ სხვადასხვა ჯგუფებში და ახალგაზრდა მეცნიერებთან ერთად აკვირდებოდნენ გარესამყაროს. მასწავლებელი: მადონა მესხი❤️

          • ტექნოპარკი

          • ❤️“სკოლა ჰელიოსის“  მოსწავლეები ეწვივნენ მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრს. ტექნოპარკი არის სივრცე, სადაც თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები. აქ განთავსებულია მაღალტექნოლოგიური კომპანიების ტრენინგ-ცენტრები, შოუ რუმები, ლაბორატორიები და სხვა. მასწავლებელი: თამარ შავიშვილი❤️

          • მოზარდ-მაყურებელთა თეატრი

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ IIბ და IIგ კლასის მოსწავლეები  ესტუმრნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრს სპექტაკლზე ,,ჩხიკვთა ქორწილი“. მასწავლებელი ნანა დარჯანია, ნათია აკოფოვი❤️

          • თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრი

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ მოსწავლეები ეწვივნენ თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრს, სადაც ჩატარდა ლექციები ურბანული მრავალფეროვნების შესახებ. ლექციები წაიკითხეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებმა. მოსწავლეებმა ყურადღებით მოისმინეს ლექცია, აირჩიეს მათი სამომავლო სამუშაო  საკონფერენციო თემატიკა და მომავალი საველე ტრენინგებისთვის მზაობა გამოთქვეს. მასწავლებელი: მადონა მესხი❤️

          • გრიბოედოვის სახელობის დრამატული თეატრი

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ III და IV კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ გრიბოედოვის სახელობის დრამატულ თეატრს სპექტაკლზე „ბურატინო“. შთაბეჭდილებებით აღსავსენი დაბრუნდნენ და შეუდგნენ აღნიშნული სპექტაკლისთვის მზადებას სკოლაში. მასწავლებელი: ნატო ელოშვილი❤️

          • მოზარდ-მაყურებელთა თეატრი

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ Iა, Iბ და Iგ კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრს სპექტაკლზე „რწყილი და ჭიანჭველა“. მასწავლებელი: თამარ ქემოკლიძე, თამარ რიჟამაძე და ნათია აბშილავა❤️

          • ასოციაცია „AGAR”-ის წარმომადგენელი სკოლა ჰელიოსში

          • ❤️„სკოლა ჰელიოსს“ ესტუმრა ასოციაცია „AGAR”-ის წარმომადგენელი კლემანს რუე. მოსწავლეებმა სტუმართან ერთად ისაუბრეს ფრანგულად სხვადასხვა თემებზე და საკუთარ გატაცებაზე. ქართულ-ფრანგულმა თანამშრომლობამ სასიამოვნოდ ჩაიარა და დაიგეგმა მომდევნო შეხვედრები ფრანგ სტუმრებთან. მასწავლებელი: ნონა კუხალეიშვილი❤️

          • სახალისო გაკვეთილი მათემატიკაში

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ IIბ კლასში ჩატარდა სახალისო ჯგუფური მუშაობა მათემატიკაში. მოსწავლეები ორ ჯგუფად დაიყვნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ გამოსახულების მნიშვნელობის და უცნობი რიცხვების პოვნაში, ასევე უტოლობებში < > ჩასმაში. ჯგუფები მუშაობის პროცესში ცვლიდნენ ფორმატებს და ერთმანეთის ნაშრომებში შეცდომებს აღნიშნავდნენ. მასწავლებელი: ნინო აფციაური❤️