გაცვლითი პროგრამები
სათაური
„სკოლა ჰელიოსმა“ ხელშეკრულება გააფორმა ევროპაში ცნობილ ენების სკოლა „Alpadia”-სთან. სკოლას აქვს თავისი ფილიალი შემდეგ ქვეყნებში: გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი და შვეიცარია.
შეთანხმების საფუძველზე „სკოლა ჰელიოსის“ მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ევროპის საზაფხულო სკოლებში და ისარგებლონ სრული პაკეტით. რაც გულისხმობს ცხოვრებას, უსაფრთხო გარემოს, სწავლას, ექსკურსიებს, დასვენებას და სხვა მრავალფეროვან აქტივობებს. საზაფხულო სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ საჭირო წიგნები, ტესტები და, რა თქმა უნდა, სერთიფიკატი. რაც მთავარია, „სკოლა ჰელიოსის“ მოსწავლეები ისარგებლებენ შეღავათიანი ფასით.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ „სკოლა ჰელიოსის“ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი არის 10-17 წელი. ინფორმაციისთვის მიმართეთ სკოლის ადმინისტრაციას.