• სკოლა ჰელიოსი მოსწავლეებს და მათ მშობლებს სთავაზობს ახალ ინფრასტრუქტურასა და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, უმაღლესი ხარისხის სასკოლო ინვერტარს, მოსწავლის ასაკის შესაბამის მერხებსა და სკამებს, თანამედროვე დაფებსა და საინფორმაციო-კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, უახლეს და მრავალფეროვან სასწავლო რესურსს:

        საინტერესო და ეფექტურ სახელმძღვანელოებს, სასწავლო ფილმებს. სკოლა დაკომპლექტებულია სწავლების სფეროში გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური პედაგოგებით, რომლებიც ფლობენ სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდებსა და მიდგომებს. სკოლაში მაღალ დონეზე ისწავლება უცხოური ენები (ინგლისური. რუსული, გერმანული, ფრანგული).

        სკოლაში მოქმედებს ჭადრაკის, ცეკვისა და სახვითი ხელოვნების წრეები, ფუნქციონირებს გახანგრძლივებული სწავლების ჯგუფები, მოსწავლეები უზრუნვენლყოფილნი არიან ორჯერადი კვებით.

        სკოლა ჰელიოსის“ ამოცანა თითოეულ მოსწავლის საჭიროებებზე, უნარებსა და შესაძლებლობებზე დაფუძნებული სწავლება.

        სკოლა აგრეთვე აქცევს ყურადღებას და განავითარებს მოსწავლეთა მეტყველების და კითხვის კულტურას. 

        სკოლა ჰელიოსში მიღებული ცოდნით მოსწავლეები წარმატებით გაართმევენ თავს ერთიანი ეროვნული გამოცდების სირთულეებს