• სკოლის წესრიგი

    • სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებს აქვთ ფორმა და მის გარეშე არ ესწრებიან საგაკვეთილო პროცესს. მოსწავლეების, თანამშრომლებისა და სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სკოლა „ჰელიოსში“ ფუნქციონირებს დაცვის სამსახური. სკოლის შესასვლელ-გასასვლელი დაცულია 24 საათის განმავლობაში. სათვალთვალო კამერები სკოლის უსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს. ვიდეოკამერები აკონტროლებენ სკოლის საერთო არეალს, დერეფნებს, გასახდელების მიმდებარე ტერიტორიას, კიბეებსა და სასადილოს. გარე კამერები აკონტროლებენ შენობის მთელ პერიმეტრს, ეზოს, ღობეებს, ჭიშკარს. სათვალთვალო სისტემის მეშვეობით უსაფრთხოების თანამშრომლებს შეუძლიათ, მომენტალურად დააფიქსირონ საეჭვო სიტუაცია. მოსწავლეები დილით აბარებენ ტელეფონებს დაცვის თანამშრომელს და მხოლოდ სკოლიდან გასვლის წინ ან აუცილებელი ზარის განხორციელების მიზნით იღებენ მათ. სკოლა „ჰელიოსში“ ფუნქციონირებს მასწავლებლების მორიგეობის განრიგი, რათა დასვენებების პერიოდშიც უსაფრთხო გარემო შენარჩუნდეს.