• შპს სკოლა ჰელიოსის ბიბლიოთეკის დებულება (გამოყენების წესი)

      •                    

        მუხლი 1. ზოგადი დებულებები

        1. წინამდებარე დებულება არეგულირებს სკოლის ბიბლიოთეკის, მასში არსებული რესურსების გამოყენებისა და სარგებლობის  წესებს.

        2. ბიბლიოთეკაში განთავსებულია გრიფირებული სახელმძღვანელოები, დამხმარე და მეთოდური ლიტერატურა და სამეცნიერო ნაშრომები, მხატვრული, საინფორმაციო და სხვა სახის მასალა.

        3. ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები რეგულირდება ,,საბიბლიოთეკო საქმის შესახებ‘‘ საქართველოს კანონ,  სკოლის შინაგანაწესისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.

        მუხლი 2. ბიბლიოთეკის მიზნები და ამოცანები

        1. ბიბლიოთეკის ძირითადი ამოცანაა სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული სრულყოფ, მოსწავლეთა განათლების, კულტურისა და ზოგადი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა.

        2. ამ ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს:

        ა) მკითხველთა სწრაფ და სრულ დაკმაყოფილებას მათთვის საჭირო ლიტერატურითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (ბეჭდური);

        ბ) ხელსაყრელი პირობების შექმნას პიროვნების შემოქმედებითი განვითარებისათვის;

        გ) შესაბამისი პროფილის ლიტერატურისა და დოკუმენტების შეგროვებას და მათ სათანადო დაცვასა და მოვლა-პატრონობას.

        მუხლი 3. ძირითადი პრინციპები და ფუნქციები

        1. ბიბლიოთეკის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:

        ა) მკთხველთა თანასწორუფლებიანობა;

        ბ) ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

        გ) ოპერატიულობა;

        დ) კავშირების დამყარება სხვა ბიბლიოთეკებთან, გამომცემლობებთან;

        2. სკოლის ბიბლიოთეკის რესურსით  სარგებლობა ხელმისაწვდომი და შეუზღუდავია სკოლის მოსწავლეთა და თანამშრომელთათვის არაუმეტეს  2 კვირის ვადით.

        მუხლი 4. საბიბლიოთეკო რესურსის გატანა-დაბრუნება

        1. წიგნის გატანა დამოკიდებულია მასალისა და მკითხველის კატეგორიაზე, ერთეულის რაოდენობასა და მისი მოთხოვნის სიხშირეზე.

        2. წიგნები გაიცემა  მოსწავლეებზე, მასწავლებლებსა და თანამშრომლებზე

        3. მოსწავლეებზე გაიცემა შემდეგი წიგნები:

        ) გრიფირებული სახელმძღვანელოები

        ბ) მხატვრული ლიტერატურა;

        ) დანარჩენი კატეგორიის საბიბლიოთეკო დოკუმენტი.

        4. ერთდროულად შესაძლოა გაიცე არაუმეტეს 3 საბიბლიოთეკო ერთეულისა.

        5. ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა:

        ) პერიოდული გამოცემები (ჟურნალი, გაზეთი);

        ) აუდიო, ვიდეო, კინო, ფოტო, ფონო-დოკუმენტები;

        ) ენციკლოპედიები;

        ) ლექსიკონები.

        6. გატანილი წიგნის დაბრუნების ვადის დადგომისთანავე, მკითხველი ვალდებულია დააბრნოს ლიტერატურა ბიბლიოთეკაში;

        7.  ბიბლიოთეკის ფონდიდან, მკითხველისათვის დოკუმენტების მორიგი გაცემა იწარმოებს, მხოლოდ გატანილი დოკუმენტების დაბრუნების შემდეგ.

        8. იშვიათი წიგნები, ალბომები, დოკუმენტები, რომლებიც მხოლოდ ერთი ეგზემპლარით არის წარმოდგენილი ბიბლიოთეკაში და ინფორმაციის ელექტრონული მატარებლები, სახლში წასაღებად არ გაიცემა.

        9. თუ მკითხველი ობიქტური მიზეზების გამო (მაგ: ავადმყოფობა, ქვეყანაში არყოფნა და სხვ.) ვერ აბრუნებს გატანილ მასალას წინასწარ განსაზღვრულ დროში, იგი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს ბიბლიოთეკას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასალით სარგებლობის ვადა ჩაითვლება დარღვეულად;

        მუხლი 5. საბიბლიოთეკო რესურსის დაზიანება ან/და დაუბრუნებლობა

        1. დაუშვებელია საბიბლიოთეკო დოკუმენტების დაზიანება ან/და დაუბრუნებლობა.

        2. არასაპატიო მიზეზით, საბიბლიოთეკო დოკუმენტის დაბუნების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მკითხველს ეკრძალება საბიბლიოთეკო რესურსის სახლში გატანა ფაქტის დადგომიდან 1 თვის განმავლობაში.

        3. საბიბლიოთეკო დოკუმენტების, სარგებლობის ვადის გასვლის შემდგომ, 30 სამუშაო დღის ვადაში დაუბრუნებლობის შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია, დააბრუნოს იმავე დასახელებისა და გამოცემის წლის შესაბამისი ან სანაცვლოდ  იმავე დასახელების სხვა გამოცემის წლის ერთეული ან გადაიხადოს წიგნის ღირებულება.

        4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლისა და პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სკოლის მიერ გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

        5. მკითხველს შეუძლია სამკითხველო დარბაზში ისარგებლოს ფონდში არსებული მასალებით.

        მუხლი 6. სამკითხველო დარბაზში ქცევის წესები

        1. მკითხველი ვალდებულია არ დაარღვიოს მშვიდი გარემო სკოლის ბიბლიოთეკაში;
        2. სამკითხველო დარბაზში დაუშვებელია ისეთი ქმედება, რომელიც ხელს უშლის მკითხველს მუშაობაში.
        3. იკრძალება მკითხველის მიერ სამკითხველო დარბაზიდან საბიბლიოთეკო რესურსის უნებართვო გატანა, რაც ჩაითვლება არამართლზომიერ ქმედებად და გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

        მუხლი 7. მუშაობის დრო

        სკოლის ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, დილის 10:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე.

        მუხლი 8. საბიბლიოთეკო საქმის კოორდინაცია

        სკოლის საბიბლიოთეკო საქმის კოორდინირებას ახორციელებს სკოლის ბიბლიოთეკარი მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად.

        მუხლი 9. სკოლის ბიბლიოთეკარი

        1.სკოლას ჰყავს ბიბლიოთეკარი.

         2. სკოლის ბიბლითეკარის მოვალეობები და ვალდებულებები გაწერილია სკოლის დებულებაში.

        3. ბიბლიოთეკარი უფლებამოსილია:

        ) მიიღოს შესაბამისი ზომები იმ პირთა მიმართ, რომლებიც არღვევენ ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს ან/და მატერიალურ ზიანს აყენებენ ბიბლიოთეკას;

        მუხლი 10. ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებ

        1. სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და სხვა თანამშრომლები ინდივიდუალურად რეგისტრირდებიან ბიბლიოთეკართან.

        2. თითოეულ მკითხველზე ივსება მკითხველის ანკეტა, რომელშიც რეგისტრირდება დოკუმენტის გაცემის და ჩაბარების არიღებ.

        3. ბიბლიოთეკაში რეგისტრირებისას, მკითხველი ინფორმირებული უნდა იყოს ბიბლიოთეკის სარგებლობის წესების შესახებ.

        მუხლი 11.  მკითხველ უფლებები მოვალეობები

        1. მკითხველი უფლებამოსილია:

        ა) მიიღოს ბიბლიოთეკაში არსებული მასალები წინამდებარე დებულებით დადგენილი წესებისა და ვადის შესაბამისად;

        ბ) მიიღოს ინფორმაცია მისთვის საინტერესო საკითხების შესახებ;

        გ) უფასოდ ისარგებლოს ბიბლიოთეკის მომსახურებით.

        1. მკითხველი ვალდებულია:

        ა) დააბრუნოს ბიბლიოთეკიდან გატანილი საბიბლიოთეკო რესურსი დადგენილ ვადაში;

        ბ) პირი, რომელიც გადავიდა სხვა სკოლაში, გაირიცხა ან/და აღარ წარმოადგენს სკოლის თანამშრომელს ვალდებულია დააბრუნოს მასზე გაცემული ყველა დოკუმენტი ან/და აანაზღაუროს;

        გ) ა გაიტანოს სკოლის ბიბლიოთეკის ფართიდან დოკუმენტები შესაბამისი აღრიცხვის/რეგისტრაციის გარეშე;

        დ) გაუფრთხილდეს ბიბლიოთეკის წიგნად ფონდს (არ გააკეთოს დოკუმენტებში ჩანიშვნები, ხაზის გასმა, არ ამოხიოს და არ გადაკეცოს ფურცლები);

        ე) დაიცვას ბიბლიოთეკაში სიჩუმე, არ დაარღვის ხელმისაწვდომი წიგნადი ფონდის როებზე განლაგების თანმიმდევრობა;

        ვ) წიგნადი ფონდიდან წიგნის მიღებისას გულდასმით დაათვალიეროს ის და რაიმე სახის დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, შეატყობინოს ბიბლიოთეკარს, აღნიშნულთან დაკავშირებით ბიბლიოთეკარი ვალდებულია გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი;

        ზ) სკოლის ბიბლიოთეკის ფონდიდან დაკარგული დოკუმენტი ან/და კუმენტი, რომელიც დაზიანებულია და აღდგენას არ ექვემდებარება უნდა შეიცვალოს მკითხველის მიერ იდენტური დოკუმენტით ან/და ბიბლიოთეკარის შეხედულებით ექვივალენტი დოკუმენტით.

        თ) კოლი ბიბლიოთეკის ფონდიდან არსრულწლოვანი მკითხველის მიერ დაკარგული დოკუმენტი ან/და კუმენტი, რომელიც დაზიანებულია და აღდგენას არ ექვემდებარება, უნდა შეიცვალოს მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ იდენტური დოკუმენტით ან/და ბიბლიოთეკარის შეხედულებით ექვივალენტი დოკუმენტით.

        მუხლი 12. მკითხველის პასუხისმგებლობა

        1. მკითხველი ვალდებულია გაეცნოს და დაიცვას ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები;
        2. განსაკუთრებული დარღვევისათვის მკითხველს შეიძლება დაეკისროს სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური  პასუხისმგებლობა.


        მუხლი 13. ბიბლიოთეკაში დაცული მასალების აღრიცხვისა და დაცვის წესი

        1.ბიბლიოთეკაში დაცულ თითოეული წიგნს ენიჭება საინვენტარო ნომრი, ინდექსი და ესმება სკოლის ბეჭედი.

        2. ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი აღირიცხება სპეციალურ სარეგისტრაციო ჟურნალში, სადაც აღინიშნება: ინვენტარის ნომერი, წიგნის ავტორის სახელი და გვარი, წიგნის სათაური, ინდექსი, გამოცემის წელი, გამოცემის ადგილი, წიგნის ღირებულება (ფასი), შენიშვნა.

        4. ბიბლიოთეკაში არსებული ჟურნალ-გაზეთები არ ექვემდებარება სავალდებულო წესით რეგისტრაციას.

        5. არსებობის შემთხვევაში, დისკებიც არ ექვმედებარება რეგისტრაციაში გატარებას.

        მუხლი 14. ბიბლიოთეკის დებულების მიღება და მასში ცვლილების შეტანა

        1. სკოლის ბიბლიოთეკის დებულებას შეიმუშავებს და ამტკიცებს სკოლის დირექტორი.
        2. სკოლის ბიბლიოთეკის დებულების მიღება, გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესით.