• ძველი თბილისი ❤️

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ VI კლასის მოსწავლეებმა თბილისს სხვადასხვა რაკურსიდან შეხედეს. ეწვივნენ ძველ თბილისს. მოინახულეს მეტეხის ტაძარი, აბანოთუბანი, ლეღვთახევი და ნარიყალას ციხე-სიმაგრე, ასევე მუსლიმთა სალოცავი-მეჩეთი. ისტორიის მასწავლებელი გზადაგზა აცნობდა ბავშვებს ისტორიულ დეტალებს. დაათვალიერეს საოცარი, ხის აივნებიანი შენობები. ❤️

          • კახეთის ექსკურსია

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ VII და VIII კლასის მოსწავლეები კახეთს ესტუმრნენ. მათ მოინახულეს შუამთის ძველი და ახალი მონასტრები, გრემი, ნეკრესი. ბოლოს გეოგრაფიის მასწავლებელთან ერთად ნახეს ახტალის ჩამქრალი ვულკანი. ❤️

          • მოზარდ მაყურებელთა თეატრი 🎭

          • ❤️☺️„სკოლა ჰელიოსის“ დაწყებითი კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრს 🎭 🎭 სპექტაკლზე „ოქროს თევზი“. თეატრი უდიდეს ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს მოზარდ მაყურებელს. ჩვენი პატარები ბედნიერი სახეებით და გაბრწყინებული თვალებით გამოვიდნენ სპექტაკლიდან.❤️☺️

          • თბილისის ისტორიის მუზეუმი

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ VII და VIII კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ თბილისის ისტორიის მუზეუმს (ქარვასლა). მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში „მუზეუმი-ჯადოსნური სამყარო“. მათ იმოგზაურეს მსოფლიოს ყველაზე საინტერესო, უჩვეულო და ზღაპრული მუზეუმების სამყაროში. შემეცნებითი პროგრამის დასასრულს მოსწავლეებმა შექმნეს საკუთარი, გამოგონილი მუზეუმის მაკეტი🏛🏛❤️. პროგრამის ხელმძღვანელები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ მოსწავლეთა აქტიურობითა და აზროვნების უნარით. დამრიგებელი: ნინო ჩხიკვაძე; ისტორიის პედაგოგი: ელზა ხაინდრავა❤️

          • მოზარდ მაყურებელთა თეატრში

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ IV კლასის მოსწავლეებმა იხილეს მულტიმედიური, ექსპერიმენტული სპექტაკლი „ოდისეა“. სპექტაკლს ლიტერატურულ საფუძვლად მითოლოგია უდევს. წარმოდგენას ორი მთავარი პერსონაჟი ჰყავს, ჩვეულებრივი ოჯახის მამა და ანიმაციური გმირი ოდისევსი. წარმოდგენამ დიდი ინტერესი და ემოციები გამოიწვია. სპექტაკლი გაიმართა ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ თეატრში დიდ სცენაზე. მასწავლებელი: ლანა თუმანიშვილი❤️

          • ტოვსტონოგოვის სახელობის ბიბლიოთეკა

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ V კლასელები ესტუმრნენ ტოვსტონოგოვის სახელობის თბილისის მთავარ ბიბლიოთეკას. მოსწავლეებს ჩაუტარდათ კითხვის საათი. წაიკითხეს ეზოპეს იგავები და ძველი ბერძნული მითები. შემდეგ მოისმინეს ბიბლიოთეკის დაარსების ისტორია და გაეცვნენ წიგნის გამოწერის წესებს. მასწავლებელი: ნანა კაპანაძე❤️

          • საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ VII კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ საქართველოს ფრანგულ 🇫🇷 ინსტიტუტს 🇫🇷 . ლინგვისტური და საგანმანათლებლო სფეროს კოორდინატორმა ქალბატონმა ქეთევან ქურციკიძემ, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ბავშვებს ფრანგული დიპლომების Delf/Dalf გამოცდებთან დაკავშირებით, რომელთა მოპოვება მათ გზას გაუხსნის საფრანგეთის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად. ვიზიტი ფრანგულ კაფე Entree-ში დავასრულეთ, ფრანგულ სტილში 🇫🇷 🥐🥐. მასწავლებელი: ნაილი ყიფშიძე❤️

          • ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ VI კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს. მოსწავლეებმა გიდთან ერთად ისაუბრეს ადამიანის განვითარების ეტაპებზე, რას იყენებდა ადამიანი სხვადასხვა პერიოდში ფურცლის და კალმის ნაცვლად, როგორ იქმნებოდა წიგნი, რა პროფესიები არსებობდა. მოსწავლეებმა, ასევე, დაათვალიერეს ცენტრში არსებული ხელნაწერები. დასასრულს, მოინახულეს ბიბლიოთეკის განყოფილება. მასწავლებელი: თამარ გიგაური❤️

          • თბილისის ბოტანიკურ ბაღში 🥰

          • ❤️ „სკოლა ჰელიოსის“ IIა, IIბ და IIგ კლასის მოსწავლეები ეწვივნენ თბილისის ბოტანიკურ ბაღს🌳🌲🍂🍁. ექსკურსია იყო შემეცნებითი ხასიათის. ბავშვებმა მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა მცენარის წარმოშობისა და დანიშნულების შესახებ. მასწავლებლები: თამარ ქემოკლიძე, თამარ რიჟამაძე, ნათია აბშილავა❤️

          • აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ IIIბ და IIIგ კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს საგანმანათლებლო პროგრამაზე „ოთხი სიცოცხლე“. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები ჩაერთვნენ გუნდურ აქტივობებში. დასასრულს, საჩუქრად მიიღეს ბუკლეტები, რომლებიც თვითონ დაამზადეს. მასწავლებლები: ნანა დარჯანია, ნათია აკოფოვი❤️

          • ჰელოუინი სკოლა ჰელიოსში

          • ❤️ 🎃 🦇 “სკოლა ჰელიოსის“ მოსწავლეებმა აღნიშნეს ჰელოუინი. მოეწყო კოსტუმირებული წვეულება, თამაშები, ცეკვა, სიმღერა, ისტორიების თხრობა. IV და V კლასის მოსწავლეებმა გაუზიარეს მაყურებელს დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, კანადის (და სხვა ევროპული ქვეყნების) ტრადიციები და წარმოადგინეს ღონისძიება ინგლისურ ენაზე. 🦇 მოსწავლეებმა გადმოსცეს 🎃ჰელოუინის🎃 ისტორია, მონაწილეობა მიიღეს დეკორაციის მოწყობაში. დღემ მხიარულად და პოზიტიურად ჩაიარა. პედაგოგები: ლანა თუმანიშვილი, ნინო ჩხიკვაძე 🎃 🎃❤️

          • მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ IIIა კლასის მოსწავლეები იყვნენ ლიტერატურულ ექსკურსიაზე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მოსწავლეები დიდი ინტერესით უსმენდნენ მთხრობელს, რომელმაც წარსულის საინტერესო ისტორიები მოუთხრო მათ. ავალიშვილის, ამაშუკელის და სხვათა ქანდაკებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბავშვებზე. მასწავლებელი: ლელა სეხნიაშვილი❤️

          • ილუზიების მუზეუმი

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ Iა, Iბ და Iგ კლასის მოსწავლეები👧🧒 ეწვივნენ ილუზიების მუზეუმს🤹‍♂️🎪. მოსწავლეები ესტუმრნენ ე. წ. ვორტექსის გვირაბს, გაიარეს სარკეებიან ოთახში, ისიამოვნეს ჰოლოგრამების კოლექციით, იხილეს ყველა ოპტიკური ილუზია, იმოგზაურეს ჯადოსნურ სამყაროში და სკოლაში ემოციებითა და შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდნენ🎉🎉🎊🎈. მასწავლებელი: ნათია ხვედელიძე, სოფო გრძელიშვილი, ელისო ჭიჭაღუა❤️

          • ბოულინგ კლუბი 🎳

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ უფროსკლასელებმა მონაწილეობა მიიღეს 🎳 ბოულინგ კლუბ „ლებოვსკიში“ 🎳 ბოულინგში ჩატარებულ ბავშვთა სამოყვარულო ტურნირში🏅🏆. მოსწავლეებმა იასპარეზეს 10-დან 14 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში. ფინალში გადავიდა IX კლასის მოსწავლე დაჩი მირველაშვილი. ვულოცავთ დაჩის წარმატებას! მასწავლებელი: თამარ გიგაური, ნინო ჩხიკვაძე, ნანა კაპანაძე❤️.

          • ვაზის სიმფონია

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ IIIა კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია „ვაზის სიმფონია“. მოსწავლეებმა ცალ-ცალკე კითხვით წარმოადგინეს საქართველოს თითოეული კუთხე. გაიხსენეს ანა კალანდაძის ლექსი „მოდიოდა ნინო მთებით მოდიოდა“ და საკუთარი ხედვით კარგად ახსნეს რა კავშირშია ვაზი წმინდა ნინოსთან და საქართველოსთან 🇬🇪. მასწავლებელი: ლელა სეხნიაშვილი❤️

          • გაკვეთილი არასაკლასო გარემოში ❤️

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ 2გ კლასის მოსწავლეებს ქართული ენის გაკვეთილი ჩაუტარდათ არასაკლასო გარემოში📒📙📘📗👩‍🏫. მოსწავლეები ესტუმრნენ დედა ენის ბაღს და მოინახულეს დედა ენის ძეგლი. მოსწავლეებმა გაიხსენეს დედა ენის ავტორი, ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე და დედა ენის მნიშვნელობაზე. მასწავლებელი: თამარ გიგაური❤️

          • შოკოლადის მუზეუმი 🍫🍭

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ V-VI კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ შოკოლადის მუზეუმს. ბავშვებმა მოისმინეს ძალიან საინტერესო ლექცია შოკოლადის შესახებ🍫🍪🍭. შოკოლადის მუზეუმის დირექტორი, ბატონი ლევანი, თავად ესაუბრა ბავშვებს და უპასუხა მათ კითხვებს. დასასრულს, მოსწავლეებს მიეცათ საშუალება დაეგემოვნებინათ ნამდვილი ქართული შოკოლადი🍫🍫🍬. მასწავლებელი: თამარ გიგაური, სოფიო კაპანაძე❤️

          • თბილისის ზოოპარკი

          • ❤️2019 წლის 17 ოქტომბერს კერძო ,,სკოლა  ჰელიოსის“ III ა  კლასის მოსწავლეები იყვნენ  ექსკურსიაზე თბილისის ზოოპარკში, მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში, დაათვალიერეს  ტერარიუმი🐍🦎🐢 და ინახულეს იქ ბინადარი ფრინველები🐦🐧🦉 და ცხოველები🐭🐼🐻. დღე სასიამოვნოდ გაატარეს და შთაბეჭდილებები სხვებსაც გაუზიარეს. მასწავლებელი: ლელა სეხნიაშვილი☺️❤️

          • ექსკურსია კახეთში

          • ❤️ „სკოლა ჰელიოსის“ IX-X კლასის მოსწავლეები იყვნენ ექსკურსიაზე კახეთში🌳🌲🌿. ექსკურსიის მიზანი იყო ისტორიული ძეგლების გაცნობა და მათი მნიშვნელობის გააზრება. ბავშვებმა მოინახულეს კახეთის წმინდა სალოცავები: გრემი, ნეკრესი, გურჯაანის ყველაწმინდა. მასწავლებელი: ნანა კაპანაძე❤️

          • მეორე კლასი ხელოვნების სასახლეში

          • ❤️ „სკოლა ჰელიოსის“ IIგ კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ხელოვნების სასახლეს🎭🖼🎨. ბავშვებმა იმოგზაურეს საინტერესო სამყაროში, მოინახულეს საგამოფენო დარბაზები, დაათვალიერეს მუდმივმოქმედი და დროებითი ექსპოზიციები. მოისმინეს მინი-ლექცია ქართული ანბანის შესახებ❤️. სკოლაში სასიამოვნო ემოციებით აღსავსენი დაბრუნდნენ. მასწავლებელი: თამარ გიგაური❤️