• შპს სკოლა ჰელიოსის

      კათედრის მუშაობის დებულება

       

       

       

       

      თბილისი

      2022

       

       

       

       

       

       

      მუხლი 1 . ზოგადი დებულებები:

      შპს სკოლა ჰელიოსის საგნობრივი კათედრები თავიანთ საქმიანობას წარმართავენ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ეროვნული სასწავლო გეგმის, შპს სკოლა ჰელიოსის დებულებისა და ამ დებულების შესაბამისად.

      მუხლი 2 . საგნობრივი კათედრის მიზნები და ამოცანები

      1. სწავლება-სწავლის თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების დანერგვა სასწავლო პრაქტიკაში;

      2.სასკოლო სახელმძღვანელოების, სხვა სასწავლო რესურსების ეფექტურად შერჩევა

      3. დამატებითი სასწავლო პროგრამის შესაბამისობაში მოყვანა ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებთან;

      4. პედაგოგთა შორის ურთიერთანამშრომლობის განვითარება;

      5. პედაგოგთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;

      6. პედაგოგთა საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება;

      .

      მუხლი 3. საგნობრივი კათედრები

      1.შპს სკოლა ჰელიოსში შექმნილია 6 საგნობრივი კათედრა. თითოეული საგნობრივი კათედრა მოიცავს 1 ან რამდენიმე საგნის მასწავლებელს.

      ა) ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის შემადგენლობაში შედიან ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები;

      ) მათემატიკის კათედრის შემადგენლობაშიც შედიან ორი საგნის - მათემატიკისა და ისტ-ის მასწავლებლები;

      გ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის შემადგენლობაშიც შედიან ბუნებისმეტყველების,  ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის მასწავლებლები;

      დ) საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის შემადგენლობაშიც შედიან ,,მე და საზოგადოების“, ჩვენი საქართველოს, საქართველოსა და მსოფლიო ისტორიების, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლები;

      ე) უცხოური ენების კათედრის შემადგენლობაშიც შედიან ინგლისური ენის, რუსული ენის, ფრანგული და გერმანული ენების  მასწავლებლები;

      ვ) სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრის შემადგენლობაშიც შედიან სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, მუსიკის, სპორტისა და ჭადრაკის  მასწავლებლები;

      ასევე არჩევითი საგნის, - XIX-XX საუკუნეების დასავლური ლიტერატურის- მასწავლებელი

      მუხლი 4. კათედრის წევრობა და მისი უფლებები და მოვალეობები

      1. შპს სკოლა ჰელიოსის ყველა საგნის მასწავლებელი გაერთიანებულია საგნობრივი ჯგუფების მიხედვით შესაბამის კათედრაში. ისინი თანასწორობის საფუძველზე მონაწილეობენ თავიანთი კათედრების სხდომებში;
      2. კათედრის წევრს უფლება აქვს:

      ა) აირჩიოს კათედრის თავმჯდომარე და ასევე არჩეულ იქნეს კათედრის თავმჯდომარედ;

      ბ) კათედრის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას ისარგებლოს ხმის უფლებით;

      გ) შევიდეს ინიციატივებით სხდომაზე და განხილვაზე დააყენოს მისთვის საინტერესო საკითხი;

      დ) მონაწილეობა მიიღოს კათედრის სამუშაო გეგმის შემუშავებაში;

      ე) სამი წლის ვადით აირჩიოს შესაბამისი საგნობრივი/საგნობრივი ჯგუფის კათედრის  წევრებიდან მასწავლებლების შეფასების ჯგუფის წევრობის კანდიდატი.

      1. კათედრის წევრი ვალდებულია:

      ა) დაესწროს კათედრის სხდომებს  (თუ არ არსებობს გაცდენის ობიექტური მიზეზი:  ავადმყოფობა, ოჯახური მიზეზები და ა.შ.)

      ბ) მონაწილეობა მიიღოს სახელმძღვანელოების, საგანმანათლებლო რესურსების შერჩევაში;  მოსწავლის ცოდნის შეფასების კრიტერიუმების დადგენაში,

      გ) იზრუნოს კათედრის ეფექტურად ფუნქციონირებისათვის და ჯეროვნად შეასრულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები;

      დ) მონაწილეობა მიიღოს სწავლების ახალი მეთოდების დანერგვაში;

      ე) იზრუნოს საკუთარი და კათედრის წევრების პროფესიულ განვითარებაზე.

       

      მუხლი 5. კათედრის თავმჯდომარე, მისი არჩევის წესი და ფუნქციები

      1. კათედრის მუშაობას ორგანიზებას უწევს  კათედრის თავმჯდომარე.

      2. კათედრის თავმჯდომარეს ერთი წლის ვადით ირჩევენ კათედრის წევრები, სასწავლო წლის დასაწყისში ფარული კენჭისყრით;

      3.კათედრის თავმჯდომარის კანდიდატურას წარადგენს სკოლის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე

      4.კათედრის თავმჯდომარის ფუნქციაა:

      1. გაუძღვეს კათედრის სხდომებს და ხელმოწერით დაამტკიცოს ოქმები;

      2. კათედრის მიმდინარე საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მიაწოდოს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს;

      3. უზრუნველყოს კათედრის სხდომების ორგანიზება და დროული ჩატარება;

      4. უზრუნველყოს კათედრის სამუშაო გეგმის შესრულება და გაწეული საქმიანობის მონიტორინგი;

      5.  უზრუნველყოს კათედრის ეფექტურად ფუნქციონირება და განვითარებისთვის სხვადასხვა ღონისძიების (ინტეგრირებული გაკვეთილები, სამოდელო გაკვეთილები, მრგვალი მაგიდები და სხვ) ჩატარება;

      6.  კოორდინირება გაუწიოს კათედრის მუშაობას, უზრუნველყოს ფუნქციების ეფექტურად გადანაწილება კათედრის წევრთა შორის;

      7.  წარუდგინოს წინადადებები და რეკომენდაციები (წახალისების მექანიზმები, ექსპერტთა მოწვევა, ტრენინგებისა და სხვა ღონისძიებების შესახებ) სკოლის დირექციასა და პედაგოგიურ საბჭოს;

      8.  ხელს შეუწყოს კათედრებს შორის ეფექტური თანამშრომლობის ჩამოყალიბებას;

      9. აწარმოოს კათედრის დოკუმენტაცია;

      10.  კათედრის ხელმძღვანელის პორტფოლიო უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს:

      ა) კათედრის დებულებას;

      ბ) კათედრის სამოქმედო გეგმას;

      გ) შეფასების კომპონენტებს შესატყვისი რუბრიკებით;

      დ) კათედრის შეხვედრების ამსახველ ოქმს.

       

      მუხლი VIII. კათედრის სხდომა და გადაწყვეტილების მიღების წესი

      1. კათედრის სხდომა ტარდება სასწავლო წლის დაწყებამდე მინიმუმ 10 დღით ადრე, ასევე პირველი სემესტრის ბოლოს, ხოლო მეორე სემესტრში ასევე -მინიმუმ ორჯერ;
      2. კათედრა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კათედრის წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3;
      3. კათედრის სხდომა გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით;
      4. ხმების თანაბარი რაოდენობით გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კათედრის თავმჯდომარის ხმა.
      5. კათედრის რიგგარეშე სხდომა შეიძლება ჩატარდეს, საჭიროების შემთხვევაში, კათედრის წევრთა 1/3 მოთხოვნით
      6. რიგგარეშე სხდომის შესახებ კათედრის წევრები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ;
      7. რიგგარეშე სხდომის მოწვევის ორგანიზება ევალება კათედრის თავმჯდომარეს.

       

      მუხლი IX. კათედრის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა

      1. სკოლის კათედრის დებულებას შეიმუშავებს და ბრძანებით ამტკიცებს შპს სკოლა ჰელიოსის დირექტორი;

      2. სკოლის კათედრის დებულების მიღება, გაუქმება, მასში ცვლილებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესით.