23 იანვარს კერძო სკოლა ჰელიოსის მე-8 კლასის მოსწავლეები სტუმრად ეწვივნენ დიუმას ცენტრის ფრანგულ ბიბლიოთეკას. ეს იყო გაცნობითი სახის ექსკურსია და მოწაფეები გაეცნენ ფრანგული ციფრული ბიბლიოთეკის არსს და გამოყენების პრიორიტეტებს. მსურველები უფასოდ დარეგისტრირდნენ ბიბლიოთეკაში.
დიუმას ცენტრის ფრანგულ ბიბლიოთეკა.
- 15
ახალი წელი სკოლა ჰელიოსში
- 10
ფიფქია და 7 ჯუჯა სკოლაში
- 3
2018 წლის 21 დეკემბერს სკოლა „ჰელიოსის“ 1ბ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მინი სპექტაკლი "ფიფქია და 7 ჯუჯა სკოლაში". ბავშვებმა შესანიშნავად მოირგეს ფიფქიას, მძინარე მზეთუნახავის, ელზას და წითელქუდას როლები. მასწავლებელი: თამარ რიჟამაძე
1ა კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება
- 1
2018 წლის 19 დეკემბერს სკოლა „ჰელიოსის“ 1ა კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ბავშვებმა შეასრულეს სიმღერები ინგლისურ ენაზეც. ღონისძიების ბოლოს ბავშვები ემოციებით შეხვდნენ თოვლის ბაბუას. მასწავლებელი: თამარ ქემოკლიძე
1გ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მინი სპექტაკლი
- 4
2018 წლის 19 დეკემბერს სკოლა „ჰელიოსის“ 1გ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მინი სპექტაკლი. ბავშვებმა შესანიშნავად მოირგეს წითელქუდას, მგლის და გოჭების როლები. ბავშვებმა საახალწლო განწყობაც შეუქმნეს მაყურებელს საახალწლო ლექსებით და სიმღერებით. მასწავლებელი: ნათია აბშილავა
იავნანამ რა ჰქმნა?!
- 4
2018 წლის 18 დეკემბერს სკოლა „ჰელიოსში“ V კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სპექტაკლი „იავნანამ რა ჰქმნა?!“. ბავშვებმა არაჩვეულებრივად მოირგეს როლებ და შესანიშნავად მოახერხეს იაკობ გოგებაშვილის სათქმელის მაყურებლამდე მიტანა. მასწავლებელი: თამარ გიგაური
8-9 კლასების ექსკურსია
- 10
2018 წლის 15 დეკემბერს სკოლა 🌞„ჰელიოსის“🌞მოსწავლეები იყვნენ ექსკურსიაზე, მათ მოინახულეს წილკანი, ძალისის ნაქალაქარი და შატო-მუხრანი. მოსწავლეებმა დაათვალიერეს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უნიკალური მასალა, მოისმინეს ისტორია ბაგრატიონების და ღვინის დაყენების ტრადიციის შესახებ, გარეთ გამოსულებმა გული იჯერეს ⚽️🏀თამაშით და შთაბეჭდილებით აღსავსენი დაბრუნდნენ. მასწავლებელი: მაია შამუგია