სიახლეები

          • ჰელიოსი - მოზარდ მაყურებელთა თეატრს ესტუმრა

          • ჰელიოსი - მოზარდ მაყურებელთა თეატრს ესტუმრა!

            🎭 მე-5ბ კლასის მოსწავლეები სპექტაკლს - ჰომეროსის “ოდისეას” გაეცნენ და შეაბიჯეს მარადიული ღირებულებების სამყაროში.

            სპექტაკლი მოსწავლეებისთვის საინტერესო, შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა - დიდებული თავგადასავალი ოდისევსის მოგზაურობაში პატარა პერსონაჟებთან ერთად.

            ✨ ჰელიოსში განვითარება სიხარულით, აღმოჩენებითა და გასვლითი აქტივობებით იწყება

          • წიგნის საჯაროდ კითხვის დღე ოჯახთან ერთად

          • კითხვა აახლოებს - ჩვენი ბიბლიოთეკა მშობლების მიერ წაკითხულმა ამბებმა და ბავშვების ინტერესით სავსე თვალებმა აავსო.

            მე-3ა კლასის მოსწავლეებისთვის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ნამდვილ დღესასწაულად იქცა. მშობლებმა საკუთარი ხელით შერჩეული მოთხრობები წაუკითხეს შვილებს და კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ წიგნის კითხვა აახლოებს.

            მადლობა თითოეულ მშობელს ამ ჯადოსნური დღისთვის!

          • წიგნის საჯაროდ კითხვის დღე

          • მეგობრობა, რომელიც წიგნის სიყვარულით იწყება

            არსებობს მომენტები, რომლებიც სკოლის ყოველდღიურობას განსაკუთრებულს ხდის. “ჰელიოსში” წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.

            ჰელიოსი - ადგილი, სადაც ბავშვებს წიგნის სიყვარულს ვასწავლით.

          • კერძო სკოლა „ჰელიოსი“ და One World -„სწავლა საზღვარგარეთ“ ოფიციალური პარტნიორები არიან

          • მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ კერძო სკოლა „ჰელიოსი“ და One World -„სწავლა საზღვარგარეთ“ ოფიციალური პარტნიორები არიან!

            ეს თანამშრომლობა ჩვენს მოსწავლეებს უნიკალურ შესაძლებლობებს უხსნის წავიდნენ როგორც საზაფხულო, ისე ზამთრის სკოლაში:

            საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა.

            ახალი კულტურების გაცნობა და მსოფლიო გამოცდილების მიღება.

            პიროვნული და აკადემიური განვითარება გლობალურ გარემოში.

            ჩვენ გვჯერა, რომ განათლებას საზღვრები არ აქვს.

            სწორედ ამიტომ, ვქმნით გზას, რომელიც ჩვენს მოსწავლეებს მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო სივრცეებთან დააკავშირებს.

            სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/5dgP5Gsfy89kAdFt6