• დანართი N1

      დამტკიცებულია შპს სკოლა ჰელიოსის

      დირექტორის ქეთევან ვეშპიძის მიერ

      შპს სკოლა ჰელიოსის შინაგანაწესი

      თბილისი

      2023 წ.

      თავი I. ზოგადი დებულებები

       მუხლი 1. მოქმედების სფერო

        1. შპს სკოლა ჰელიოსის (შემდგომში - სკოლა) შინაგანაწესი შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „ზოგადი განათლების შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნორმატიული აქტების საფუძველზე.

      1.2. შინაგანაწესი ვრცელდება სკოლის თანამშრომლებზე (შემდგომში - დასაქმებული), მოსწავლეებსა და მათ კანონიერ წარმომადგენლებზე და სავალდებულოა შესასრულებლად.

      1.3. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში, დასაქმებულის მიმართ გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული ზომები.

      1.4 შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და დასაქმებულს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

      1.5. სკოლასა და დასაქმებულებს შორის შრომით ურთიერთობაში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობების, რელიგიური ან რაიმე გაერთიანებისადმი კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების გამო.

      1.6. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.

      1.7. შინაგანაწესით განისაზღვრება:

      ა) სამუშაო და დასვენების დრო;

      ბ) სასწავლო პროცესის მონიტორინგის წესი;

      გ) დასაქმებულთა შერჩევის წესი;

      დ) დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობები;

      ე) სამსახურებრივი მივლინება;

      ვ) შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი;

      ზ) შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, საბოლოო ანგარიშსწორების წესი;

      თ) სკოლის ვებ-გვერდი;

      ი) დასაქმებულების წახალისების ფორმები და დისციპლინური პასუხისმგებლობა;

      კ) მოსწავლეთა სკოლაში ჩარიცხვისა და სკოლიდან გადაყვანის წესი;

      ლ) სიცოცხლის, ჯანმრთელობის, შრომის პირობების დაცვის ზოგადი ინსტრუქციები;

      მ) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი;

      ნ) დასკვნითი დებულებები.

      მუხლი 2. შინაგანაწესის მიზანი

      შინაგანაწესის მიზანია:

      ა) სკოლის საქმიანობისათვის ხელშეწყობა, სკოლის მისიის შესრულება, სკოლაში უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა და ჩამოყალიბება;

      ბ) სკოლაში დასაქმებულ პირთა შრომითი და მისი თანამდევი ურთიერთობის მოწესრიგება და კონტროლი;

      გ) სკოლაში დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;

      დ) სასწავლო-სამუშაო დროის  რეგულირება და რაციონალური გამოყენება;

      ე) სკოლაში სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისა და დისციპლინის განმტკიცებისათვის მოსწავლეთა ქცევის წესების მოწესრიგება და კონტროლი;

      თავი II. სამუშაო და დასვენების დრო

      მუხლი 3. სამუშაო და დასვენების დრო

      3.1 სამუშაო დრო არის კალენდარული დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც სკოლაში მიმდინარეობს საწავლო პროცესი და სასწავლო პროცესის წარმართვისთვის მოსამზადებელი პერიოდი. ამ პერიოდში დასაქმებული ვალდებულია განახორციელოს მასზე დაკისრებული სამსახურეობრივი მოვალეობები.

      3.2 სკოლაში სასწავლო წლის, არდადეგების დაწყების და დამთავრების დრო განისაზღვრება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით სასკოლო სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ.

      3.3 სკოლაში დადგენილია კვირაში 5-დღიანი სასწავლო პროცესი.
      3.4 საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია კვირაში 6 დღიანი სწავლებაც, კერძოდ:

      ა) თუ სკოლას გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო გაუცდა სასწავლო დღე/დღეები.
      ბ) თუ ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს დასვენების დღედ.

      3.5 სკოლაში სასწავლო პროცესი იწყება 09:00 საათზე, გამონაკლისი შეიძლება დაშვებულ იქნას ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები, ფორსმაჟორული სიტუაცია და ა.შ.) როდესაც სკოლამ შესაძლოა ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილებისა და დასვენებების ხანგრძლივობა. გაკვეთილების და გაკვეთილებს შორის შესვენებების ხანგრძლივობა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით.

      3.6 სკოლის თანამშრომლები ვალდებულნი არიან სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) სკოლაში გამოცხადდენ არაუგვიანეს 8:40 საათისა, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, დირექტორის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე არაუგვიანეს 8:30 საათისა. მათთვის სამუშაო კვირის ხანგრძლივობა განისაზღვრება 40 საათით, რომელშიც არ შედის შესვენების და დასვენების დრო. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით სკოლის თანამშრომლის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ პერიოდში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 40 საათს.

      3.7 სკოლის მასწავლებელი ვალდებულია გაკვეთილის დაწყებამდე 20 წუთით ადრე გამოცხადდეს სკოლაში. პედაგოგის სკოლაში ყოფნის დრო განისაზღვრება მათთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.

      3.8 დასაქმებულთა სამუშაო კვირა განისაზღვრება 5 სამუშაო დღით, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. შაბათ-კვირა და საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეები არის დასვენების დღეები.

       3.9 ცვლაში მუშაობა და ერთი ცვლიდან მეორეში გადასვლა განისაზღვრება ცვლიანობის განრიგით, რომელსაც ამტკიცებს სკოლა სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით.

      3.10 სკოლის თითოეული მასწავლებელი, მიუხედავად მათი დატვირთვისა, ვალდებულია სკოლაში იყოს ყოველი თვის ბოლო  პარასკევს 14:00 საათიდან 18:00 საათამდე და მიაწოდოს ინფორმაცია სკოლაში მოსულ მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შესაბამისი სკოლის მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ.

      3.11 სკოლის შენობაში მოქალაქის შესვლა ნებისმიერ საკითხზე დასაშვებია ყოველის პარასკევ დღეს 14:00 საათიდან 18:00 საათამდე (გამონაკლისს წარმოადგენს წინამდებარე შინაგანაწესის 3.12 პუნქტით განსაზღვრული გარემოება).

      3.12  გამონაკლისი შემთხვევები დგინდება დირექტორის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.

      3.13 სკოლაში კატეგორიულად იკრძლება მოსწავლის გაკვეთილებიდან გათავისუფლება. მოსწავლის გაკვეთილებიდან გათავისუფლება შესაძლებელია სკოლის დირექციის ან დირექტორის მოადგილის თანხმობის შემთხვევაში, რაც დაუყონებლივ უნდა ეცნობოს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს.

      3.14 სასკოლო დროის ფარგლებში სკოლა პასუხს აგებს მოსწავლის უსაფრთხოებაზე.

      თავი III. სასწავლო პროცესის მონიტორინგის წესი

      მუხლი 4. სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები

      4.1 სასწავლო პროცესის მონიტორინგს ხელმძღვანელობს სკოლის დირექტორი ან დირექტორის მოადგილე

      4.2 სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმებია:

      ა) მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმება სხვადასხვა სახის ტესტებით;
      ბ) ღია/სამოდელო გაკვეთილების ორგანიზება, შედეგების კათედრის სხდომაზე განხილვა.

      გ) დირექტორს უფლება აქვს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში მასწავლებელთან შეთანხმებით დართოს გაკვეთილზე დასწრების ნება.

      თავი IV. დასაქმებულთა შერჩევის წესი

      მუხლი 5. წინასახელშეკრულებო ურთიერთობა

      5.1 შრომითი ურთიერთობის გასაფორმებლად  კანდიდატი ვალდებულია სკოლაში წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

      ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

      ბ) ფოტოსურათი ¾;

      გ) განცხადება სამსახურში მიღების შესახებ;

      დ) ავტობიოგრაფია/CV

      ე) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

      ვ) შესაბამისი სერტიფიკატები/კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

      ზ) ჯანმრთელობის ცნობა ფორმა 100ა;

      თ) ცნობა ნასამართლეობის არქონის შესახებ (მასწავლებლის შემთხვევაში); ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ;

      5.2 ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, სკოლა უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში კანდიდატისაგან მოითხოვოს სხვა დოკუმენტების წარდგენა, შეამოწმოს მათი სისწორე ან მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება შრომითი ურთიერთობის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

      5.3 მასწავლებლის ვაკანსიის შევსება ხდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტოს N184/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის“ შესაბამისად შიდა ან ღია კონკურსის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკურსის გამოცხადებამ შეიძლება გამოიწვიოს სასწავლო პროცესის ჩაშლა.  შემცვლელი და მოწვეული მასწავლელის დასაქმება სკოლაში ხდება კონკურსის გარეშე.

      5.4 თანამშრომლის მიღება (გარდა მასწავლებლისა) ხდება სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით კანდიდატთან გასაუბრების გზით. 

      5.5 სამუშაოდ მიღებულ ყველა დასაქმებულთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

      5.6 დასაქმებულზე იხსნება პირადი საქმე, რომელიც განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად მოიცავს მისი დანიშვნის, გადაყვანის, წახალისების და ა.შ. ბრძანებების ასლებს).

      თავი  V. დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობები

      მუხლი 6.  სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება და გამოუცხადებლობის შეტყობინების ფორმა, ჩაცმულობის წესი

      6.1   წინამდებარე შინაგანაწესის მუხლი N 3.6 და N3.7 დარღვევის შემთხვევაში სკოლა უფლებამოსილია, დასაქმებულს დააკისროს ამავე შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომები.

      6.2 წინასწარ ცნობილი მიზეზით, სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დასაქმებული ვალდებულია წინასწარ 2 დღით ადრე წერილობით (წინა დღეს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი სამუშაოს დაწყებამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე) გააფრთხილოს სკოლა  გამოუცხადებლობის შესახებ, სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის თაობაზე მიზეზის მითითებით.

      6.2 გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო სამსახურში გამოუცხადებლობის ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს სკოლას გამოუცხადებლობის მიზეზი და წარუდგინოს შესაბამისი ახსნა-განმარტება/სამედიცინო ცნობა.

      6.3 არასაპატიო მიზეზით სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დასაქმებულს ხელფასიდან დაუკავდება გაცდენილი სამუშაო დროის შესაბამისი ანაზღაურება და მიეცემა გაფრთხილება.

      6.4 დასაქმებულის ჩაცმულობა უნდა იყოს ელეგანტური და სადა. დაუშვებელია, გამომწვევი, ვულგარული, ექსცენტრული და ა.შ. ჩაცმულობა.

      6.5   სკოლის დირექცია უფლებამოსილია სკოლის ტერიტორიაზე დასაქმებულთათვის შემოიღოს ჩაცმის დადგენილი წესი. წესი დგინდება სკოლის დირექტორის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.

      მუხლი 7. შრომის ანაზღაურების ოდენობა, გაცემის დრო, ადგილი, წესი და პირობები

        1. დასაქმებულის შრომის ანაღაურება განისაზღვრება მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად;
        2. დასაქმებულზე შრომის ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით თვეში ერთხელ. ხელფასის გაცემის დრო განისაზღვრება დასაქმებულთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით. ანაზღაურების გაცემა მოხდება დასაქმებულის პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
        3. ყველა სახის ანაზღაურება გაიცემა ეროვნულ ვალუტაში.

      თავი VI. სამსახურეობრივი მივლინება.

      მუხლი 8. მივლინების ადმინისტრირების წესი და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება

      8.1 სამსახურებრივ მივლინებად ითვლება სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე სკოლის დირექტორის ბრძანების საფუძველზე დასაქმებულის გამგზავრება სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ ან დასაქმებულის კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე/ტრეინინგებზე მონაწილეობა.

        1. დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის მივლინებაში გაგზავნა არ მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად, თუ მივლინების პერიოდი არ აღემატება წელიწადში 45 კალენდარულ დღეს.
        2. დამსაქმებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადამეტების შემთხვევა მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად.
        3. მივლინებიდან დაბრუნებულმა თანამშრომელმა 3 დღეში უნდა წარმოადგინოს მივლინებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები.

      თავი VII.  შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი

      მუხლი 9. ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი

        1. დასაქმებულს (გარდა მასწავლებლისა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში არანაკლებ 24 სამუშაო დღის ვადით.
        2. დასაქმებულს შვებულებაში წასვლის უფლება წარმოიშობა მუშაობის 11 თვის შემდეგ. სკოლის დირექტორთან შეთანხმებით დასაქმებულს შვებულება შეიძლება მიეცეს ამ ვადის გასვლამდეც.
        3. დასაქმებული შვებულებით სარგებლობის მოთხოვნით სკოლის დირექტორს მიმართვს წერილობითი განცხადებით. შვებულება ფორმდება სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
        4. დასაქმებული ვალდებულია შვებულების დასრულებისთანავე დაუბრუნდეს სამუშაო ადგილს.
        5. ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის დროს დროებითი შრომისუუნარობის დაწყების შემთხვევაში, დროებით შრომისუუნარობის გამო ანაზღაურება გაიცემა დროებით შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე. ამ შემთხვევაში შვებულების დღეები გადაიწევს საავადმყოფო ფურცელში მითითებული დღეების რაოდენობით.
        6. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება.
        7. შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.

      მუხლი 10. ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და მიცემის წესი

      10.1 დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით – წელიწადში 15 კალენდარული დღით.

      10.2 ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.

      მუხლი 11. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო

      11.1 დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში − 143 კალენდარული დღის ოდენობით.

      11.2 დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ბავშვის მოვლის გამო შვებულება 604 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში − 587 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 57 კალენდარული დღე.

      11.3 ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი აღნიშნული შვებულების აღების შესახებ. დასაქმებული ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებასა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურებად ნაწილს იყენებს თანამიმდევრობით, შესაბამისად, 183 ან 200 კალენდარული დღის განმავლობაში.

      11.4 ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

      მუხლი 12. შრომითი ურთიერთობის შეჩერების გაფორმება

      12.1 საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 46-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერებული შრომითი ურთიერთობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.

      თავი 8. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა / საბოლოო ანგარიშსწორება

      მუხლი 13. დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.

      13.1 სკოლას შეუძლია დასაქმებულთან შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება შემდეგი საფუძვლებით:

      ა) ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის დასაქმებულების შემცირებას;

      ბ) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

      გ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება;

      დ) დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება;

      ე) მხარეთა წერილობითი შეთანხმება;

      ვ) დასაქმებულის მიერ მასზე შრომითი ხელშეკრულებით ან შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა;

      ზ) სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამობა;

      თ) დასაქმებულის მიერ მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით ან/და წინამდებარე შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ მის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იყო წინამდებარე შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;

      ი) თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ხანგრძლივი შრომისუუნარობა – თუკი შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, დასაქმებულს გამოყენებული აქვს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 31-ე მუხლით გათვალისწინებული შვებულება;

      კ) დამსაქმებელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის წარმოების დაწყება;

      ლ) დასაქმებულის გარდაცვალება;

      მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

      13.2 შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი რეგულირდება საქართელოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 48-ე მუხლის შესაბამისად.

      13.3 შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა.

      თავი 9. სკოლის ვებ-გვერდი

      მუხლი 14. სკოლის ვებ-გვერდი -https://hellioss.edupage.org

      14.1.  შპს სკოლა ჰელიოსს აქვს საკუთარი  ვებ-გვერდი https://hellioss.edupage.org, რომელზეც განთავსებულია ელექტრონული ჟურნალიც და რომელზეც სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს (დირექციას, საგნის მასწავლებლებს, დამრიგებლებს, მოსწავლეებს, მშობლებს) აქვს საკუარი ანგარიში..

       14.2. ვებ-გვერდზე განთავსებული ანგარიშის ფუნქციებია:

      ა) სასკოლო ცხრილის შექმნა და სასკოლო საზოგადოებისათვის გაზიარება;

      ბ) მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების, სკოლაში შემოსვლა-გასვლის აღრიცხვა.  აღნიშნული ინფორმაცია სისტემის საშუალებით ავტომატურად მიეწოდებათ მშობლებს.

      გ) სკოლა ჰელიოსის თანამშრომლების შემოსვლა-გასვლის აღრიცხვა.

      გ) მოსწავლეთა შეფასების ასახვა, დაწყებით საფეხურზე - განმავითარებელი შეფასება კომენტარების სახით, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურებზე - განმსაზღვრელი შეფასება  ნიშნის სახით.

      დ) სკოლის დირექციისა და ადმინისტრაციის კომუნიკაცია სკოლის თანამშრომლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან;

      ე) დამრიგებლებისა და საგნის პედაგოგების აქტიური კომუნიკაცია  მშობლებთან და მოსწავლეებთან.

      ვ) საშინაო დავალებების ასახა და ს,აჭიროების შემთხვევაში, ტესტების შექმნა/გამოყენება.

      ზ) საკონსულტაციო შეხვედრების ჩანიშვნა;

      თ) სკოლის სიახლეების გაზიარებისთვის;

      ი) მშობელთა გადახდის გრაფიკის შექმნა/გაზიარებისთვის.

      კ) სასადილოს მენიუს გამოქვეყნებისთვის;

      14.3. hellioss.edupage.org-ს აქვს მობილური აპარატის აპლიკაცია, რომლის მეშვობით საკუთარ ანგარიშზე შესვლა შეუძლიათ სკოლის დირექციას, საგნის მასწავლებლებს, დამრიგებლებს, მოსწავლეებს, მშობლებს.

      თავი 10. წახალისების ფორმები და დისციპლინური პასუხისმგებლობა

      მუხლი 15. დასაქმებული წახალისების ფორმები და დისციპლინური პასუხისმგებლობა; მოსწავლის დისციპლინური წარმოება

      15.1 მუშაობაში მოპოვებული წარმატებისათვის, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებისათვის, აგრეთვე განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის სამუშაოს შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის და/ან საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებულად თავის გამოჩენისათვის სკოლა უფლებამოსილია დასაქმებულთა მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:

      ა) სკოლის დირექტორის მიერ ბრძანებით მადლობის გამოცხადება;

      ბ) საპატიო სიგელით დაჯილდოება;

      გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

      დ) ერთჯერადი (ფულადი) პრემიის გაცემა;

      ე) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაზე ადრე მოხსნა.

      15.1.1. დასაქმებულის მიერ სამსახურში მოპოვებული წარმატებისათვის წახალისების ფორმის სახით სკოლის დირექტორის მიერ მადლობის გამოცხადება/საპატიო სიგელით დაჯილდოება ან დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის ვადაზე ადრე მოხსნა გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

      ა)შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებისათვის;

      ბ)  განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის სამუშაოს შესრულებისათვის;

      15.1.2. დასაქმებულის მიერ სამსახურში მოპოვებული წარმატებისათვის წახალისების ფორმის სახით ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება ან ერთჯერადი ფულადი პრემია გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

      ა) დასაქმებულის მხრიდან ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის;

      ბ) საგანმანათლებლო პროცესში არაერთგზის თავის გამოჩენისათვის.

      15.2 დასაქმებულის წახალისების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი, რომელიც ფორმდება დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.

      15.3 დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დასაქმებულს ეკისრება დისციპლინური სახდელი. დასაქმებულის დისციპლინური გადაცდომაა:

      ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;

      ბ) სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება;

      გ) ზნეობრივ-ეთიკური ნორმების წინააღმდეგ დასაქმებულის, მოსწავლის ან სკოლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი;

      დ) დასაქმებულის ქმედება, რომელიც ლახავს სკოლის ავტორიტეტს;

      ვე შრომის დისციპლინის დარღვევა;

      ვ) პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევა;

      ზ) მოსწავლეზე ემოციური და ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელება;

      თ) კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევა;

      ი) ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ სამუშაოზე გამოცხადება ან მათი სამუშაოზე მიღება;

      კ) სკოლისათვის შეგნებულად ან დაუდევრობით მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;

      ლ) სკოლის ტექნიკისა და აღჭურვილობის უნებართვოდ გამოყენება;

      მ) პედაგოგისთვის შეუფერებელი სხვა საქმიანობა;

      ნ) სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება;

      ო) თანამედროვე ტექნოლოგიების არასაგანმანათლებლო მიზნებისათვის გამოყენება.

      15.4 დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის, დასაქმებულის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები:

      ა)  წერილობითი გაფრთხილება;

      ბ) საყვედური;

      გ) ფინანსური სანქციები;

      დ) სასტიკი საყვედური;

      ე) დაქვეითება/საათობრივი დატვირთვის შემცირება;

      ვ) სამსახურიდან გათავისუფლება.

      15.5 დისციპლინური სახდელის სახით წერილობითი გაფრთხილება გამოიყენება:

      ა) ერთზე მეტი დაგვიანების ან გაკვეთილის გაუფრთხილებლად გაცდენის შემთხვევაში;

      ბ) პედაგოგიური და კოლეგიური ეთიკის ნორმების დარღვევის ერთეული შემთვევა.

      გ) მშობლებთან ურთიერთობის არქონისათვის ან მათთან ურთიერთობაში არაეთიკური ქცევისათვის;

      დ) დოკუმენტაციის უხარისხოდ წარმოებისათვის/სკოლის ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესის დარღვევისთვის.

      ე) მოსწავლეზე ემოციური ან ფსიქოლოგიური ზეწოლის ერთეული შემთვევა;

      ვ) ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა;

      ზ) მოსწავლეების მხრიდან დისციპლინური გადაცდომის დაფარვა;

      თ) მოსწავლეთა დასწრების არაკეთილსინდისიერად აღრიცხვის ერთეული შემთვევა;

      ი) სადამრიგებლო კლასის უმეთვალყურეოდ დატოვების ერთეული შემთვევა.

      15.6 დისციპლინური სახდელის სახით  საყვედური/ფინანსური სანქცია გამოიყენება:

      ა) წერილობითი გაფრთხილების შემდეგ დასაქმებულის მიერ იმავე სახის გადაცდომის ჩადენის შემთვევაში;

      ბ) სამზე მეტი დაგვიანებისას ან სამზე მეტი გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის;

      გ) მასწავლებლის ეთიკის ნორმების უხეშად დარღვევისათვის;

      დ)  მოსწავლის ან კოლეგის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის;

      ე) სკოლისათვის მსუბუქი მატერიალური ზარალის მიყენებისათვის;

      ვ) უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის;

      ზ) მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების გამეორებითი დარღვევების შემთხვევაში.

      15.6.1. დაკისრებული ფინანსური სანქცია დასაქმებულს გამოექვითება ყოველთვიური შრომის ანაზღაურებიდან;

      15.6.2. ფინანსური სანქციის ზომა და ოდენობა განისაზღვრება დირექტორის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, თუმცა არ აღემატება კანონით დადგენილ მაქსიმუმს.

      15.7 დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედური/დაქვეითება, საათობრივი დატვირთვის შემცირება გამოიყენება:

      ა)  15.5 და 15.6 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში.

      15.8  დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან გათავისუფლება გამოიყენება:
      ა) მოსწავლის ან კოლეგის ფიზიკური/სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის;

      ბ) პედაგოგიური ეთიკის ნორმების უხეში დარღვევისათვის;
      გ) სკოლისათვის მნიშვნელოვანი მატერიალური/არაქონებრივი ზიანის მიყენებისათვის;

      დ) 15.5 და 15.6 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების მრავალგზის დარღვევის შემთხვევაში.

      15.9 ამ მუხლის 15.3 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება მოხდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

      15.10 დასაქმებულისათვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება წერილობითი ფორმით. დამსაქმებელი ვალდებულია გააცნოს იგი დამსაქმებულს. დასაქმებული დოკუმენტზე გაცნობას ადასტურებს ხელმოწერით. იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული უარს აცხადებს ხელმოწერით დაადასტუროს დიციპლინარული სახდელის ფორმაზე გაცნობის ფაქტი დგება აქტი, რომელსაც ხელს აწერენ დამსწრე პირები და ამ შემთხვევაში გაცნობა დადასტურებულად ითვლება.

      15.11 მოსწავლის დისციპლინური წარმოება:

      1. მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად ითვლება:

      ა) სკოლის არასაპატიო გაცდენა;

      ბ) დაგვიანება;

      გ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა;

      დ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება;

      ე) მასწავლებლის/მოსწავლის ან სხვა სკოლის თანამშრომლის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა;

      ვ) სკოლის ქონების, შენობის შეგნებული დაზიანება;

      ზ) მობილური ტელეფონით სარგებლობა საგაკვეთილო პროცესის დროს, რადგან მოსწავლე ვალდებულია სკოლაში შემოსვლის დროს მაშინვე ჩააბაროს მობილური ტელეფონი დაცვის თანამშრომელს გაკვეთილების დასრულებამდე.

      2. მოსწავლეს, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის შეიძლება დაეკისროს შემდეგი დისციპლინური სახდელები:

      ა) სიტყვიერი შენიშვნა;

      ბ) წერილობითი გაფრთხილება

      გ) საყვედური;

      დ) გაკვეთილიდან გაძევება;

      ე) სკოლიდან დროებით დათხოვნა;

      ვ) სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება;

      ზ) საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ სკოლაში მოსწავლის დატოვება და დამატებითი დავალების მიცემა მშობლის წინასწარი გაფრთხილებით;

      თ)  მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა - კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

      3. დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელიც ლახავს მოსწავლის პატივსა და ღირსებას, საფრთხეს უქმნის მოსწავლის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

      15.2. მოსწავლეს დისციპლინარული სახდელის სახით სიტყვიერი შენიშვნა; წერილობითი გაფრთხილება; საყვედური - შეიძლება დაეკისროს ამავე მულის 1-ლი ნაწილის ა); ბ) გ)’ და დ) პუნქტებში მოცემული დისციპლინარული დარღვევის შემთხვევაში.

      15.2.1.  მოსწავლეს დისციპლინარული სახდელის სახით გაკვეთილიდან გაძევება, სკოლიდან დროებით დათხოვნა, სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება ან/და საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ სკოლაში მოსწავლის დატოვება და დამატებითი დავალების მიცემა მშობლის წინასწარი გაფრთხილებით შესაძლოა დაეკისროს წინამდებარე მუხლის ა); ბ); გ) და დ) პუნქტებით განსაზღვრული დისციპლინარული გადაცდომის არაერთგზის გამეორების შემთხვევაში, ასევე ამავე მუხლის ე); ვ); და ზ) პუნქტებით განსაზღვრული დისციპლინარული დარღვევის შემთხვევაში.

      15.2.2. მოსწავლეს დისციპლინარული სახდელის სახით სკოლიდან გარიცხვა შესაძლოა დაეკისროს ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის ე); ვ); და ზ პუნქტებით განსაზღვრული დარღვევის არაერთგზის გამეორების შემთხვევაში.

      თავი 11. მოსწავლეთა სკოლაში ჩარიცხვის და სკოლიდან გადაყვანის პირობები

      მუხლი 16. მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვა

      16.1 სკოლაში პირველ კლასში ბავშვები ჩაირიცხებიან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

      16.2 პირველ კლასში მიიღებიან მოსწავლეები, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

      16.3 სკოლაში ბავშვის ჩასარიცხად მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

      ა) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;

      ბ) მოსწავლის ორი ფოტოსურათი (3X4);

      გ) მოსწავლის ფოტოსურათი დისკზე;

      დ) დაბადების მოწმობის ასლი;

      ე)  მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

      ვ) სსსმ მოსწავლის შემთხვევაში - ჯანმრთელობის ცნობა.

      16.4 სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისას იხსნება მოსწავლის პირადი საქმე.

      16.5 საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა 2012 წლის 19 სექტემბრის ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების“ შესახებ N193/ნ ბრძანების შესაბამისად მოსწავლის სხვა საგანმანათებლო დაწესებულებიდან მობილობის შემთხვევაში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:

      ბ) მოსწავლის პირადი საქმე;

      გ) მიმდინარე შეფასება;

      დ) ცნობა საგნების მიხედვით გაცდენილი საათების შესახებ;

      ე) ბრძანების ასლი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ამორიცხვის შესახებ;

      ვ) დაბადების მოწმობის ასლი;

      ზ)  მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

      თ) სსსმ მოსწავლის გადმოსვლის შემთხვევაში აუცილებელია შესაბამისი ჯამრთელობის ცნობა.
      16.6 მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანა ხდება დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

      16.7 მოსწავლეს შეიძლება, უარი ეთქვას სკოლაში ჩარიცხვაზე, თუ შემოსულ განცხადებათა რაოდენობა აჭარბებს სკოლაში მისაღებ მოსწავლეთა ადგილების ოდენობას.

      16.8 სკოლა უფლებამოსილია მობილობის მსურველის ჩარიცხვამდე, გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე დაადგინოს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან თავსებადობა.

      16.9 დასაშვებია მოსწავლის პარალელურ კლასში გადასვლა. ამ საკითხს მშობლის განცხადების საფუძველზე წყვეტს დირექტორი.

      თავი 12. შრომის პირობების, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა

      მუხლი 17. შრომის პირობების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი ინსტრუქციები.

      17.1 სკოლა ვალდებულია თანამშრომლებს შეუქმნას შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო-პირობები, შეასრულოს შრომის დაცვის წესები. განახორციელოს ღონისძიებები უსაფრთხოების ტექნიკისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის სფეროში.

      17.2 სკოლა პასუხისმგებელია მოსწავლეთა სიცოცხლესა და ჯამრთელობაზე, სკოლის ტერიტორიაზე მათი ყოფნისა და სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს.

      17.3 დასაქმებული ვალდებულია:

      ა) შეასრულოს კანონით ზოგადი განათლების შესახებ, ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლის დებულებით, სკოლის შინაგანაწესით, სასკოლო სასწავლო გეგმითა და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები;

      ბ) შეასრულოს სკოლის დირექციის მითითებები;

      გ) გაუფრთხილდეს მასზე მინდობილ დაწესებულების ქონებას, დაზიანების ან დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარუდგინოს სკოლის დირექტორს ან/და ფინანსურ დირექტორს მოხსენებითი ბარათი აღნიშნული ფაქტის შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე მინდობილი ქონების დაკარგვის შემთხვევაში თანამშრომელი პასუხს აგებს საკუთარი ქონებით;

      დ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი;

      ე) წესრიგში იქონიოს თავისი სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე და სიმშვიდე დაწესებულებაში;
      ვ) იყოს კოლეგიალური, თავაზიანი, კორექტული თანამშრომლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან;

      ზ) მოითხოვოს სანიტარულ-პროფილაქტიკური წესების დაცვა (განათება, ოთახის განიავება და ა.შ.), ჰიგიენის დაცვა.

      17.4 დასაქმებულების, მოსწავლეების, მშობლების/კანონიერი წარმომადგენლებისა და სკოლის ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის შესასრულებლად სავალდებულოა შრომის პირობების დაცვის წესები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს შრომის კოდექსით, საქართველოს კანონით „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ და სხვა ნორმატიული აქტებით, ასევე სკოლის შიდა სამართლოებრივი აქტებით.

      მუხლი 18.  უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული ინსტრუქციები

      18.1 სკოლის ადმინისტრაცია პასუხისმგებელია მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯამრთელობისათვის, სკოლაში მათი ყოფნისა და სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს.

      18.2. სკოლა ვალდებულია დაიცვას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის N06/ნ ბრძანების შესაბამისად სკოლის დირექტორის ნდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით - ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები“ (შემდგომში - უსაფრთხოების წესები).

      18.3. უსაფრთხოების წესების შესაბამისად სკოლაში იქმნება მრჩეველთა საბჭო, სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში უსაფრთხოების ოფიცრებსა (მანდატურები) და სკოლის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული მოქმედების უზრუნველყოფის მიზნით.

      18.4 დასაქმებულების, მოსწავლეების, მშობლების/კანონიერი წარმომადგენლებისა და სკოლის ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის შესასრულებლად სავალდებულოა უსაფრთხოების წესები,.

      18.5 სკოლაში წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმებია:

      ა) დაცვის თანამშრომელი, ვიდეოკამერები ეზოსა და ყველა სართულზე;

      ბ) თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი;

      გ) ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული ევაკუაციის გეგმა.

      18.6 სკოლის ყველა თანამშრომელი ვალდებულია სპორტული ან კლასგარეშე ღონისძიებების ჩატარებისას, უზრუნველყოს მოსწავლეების უსაფრთხოება (მოამზადოს ევაკუაციის გეგმა, იცოდეს ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარისა და სხვა საშუალებების ადგილმდებარეობა).

      18.7 მასწავლებელი ვალდებულია:

      ა) მოსწავლე გაკვეთილიდან გაუშვას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, რის შესახებაც ატყობინებს მორიგეს.

      ბ) მოსწავლის შეუძლოდ ყოფნის შემთხვევაში სკოლის მედდის რეკომენდაციით მასწავლებელი კლასის დამრიგებლის მეშვეობით უკავშირდება მოსწავლის მშობელს და მხოლოდ ამის შემდეგ ათავისუფლებს მას გაკვეთილიდან.  კლასის დამრიგებელი უზრუნველყოფს მოსწავლის გაყვანას.

      გ) მოსწავლის მიერ ტრამვის მიღების შემთხვევაში, პედაგოგი ვალდებულია მიიყვანოს მოსწავლე  სკოლის ექიმთან/ექთანთან და შეატყობინოს კლასის დამრიგებელს;

      დ) შესვენებისას და მასობრივი ღონისძიებების ჩატარებისას მასწავლებლები ვალდებულნი არიან იმორიგეონ სკოლაში და მიმდებარე ტერიტორიაზე მორიგეობის გრაფიკის მიხედვით ან დირექტორის განკარგულებით.

      ე) სპორტული  ღონისძიებების ორგანიზებისას მასწავლებელი პირადად ამოწმებს მოსწავლეების ფიზიკურ მზადყოფნას, სპორტული ინვენტარის, ხელსაწყოებისა და  მოედნის გამართულობას.

      ვ) გახანგრძლივებული ჯგუფის აღმზრდელები არ ტოვებენ მოსწავლეებს უყურადღებოდ, სანამ არ ჩააბარებენ მათ მასწავლებელს ან მშობელს; ისინი არ ესაუბრებიან მშობელს და არ გადააქვთ ყურადღება ძირითადი სამუშაოდან;

      ზ) სასადილოში ბავშვების ქცევაზე კონტროლს ახორციელებს გრაფიკით გათვალისწინებული მორიგე  და გახანგრძლივებული ჯგუფის აღმზრდელი;

      18.8  სკოლის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ღონისძიებების დაგეგმვის შესათანხმებლად ექსკურსიის ორგანიზატორი/ხელმძღვანელი სკოლის დირექტორს ექსკურსიამდე არანაკლებ 10 დღით ადრე წარუდგენს  ტრანსპორტის გამართულობის დამადასტურებელ დოკუმენტს, მძღოლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისი კატეგორიის ავტომანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ასლს, ინფორმაციას ექსკურსიის მიზნების, დაგეგმილი აქტივობების, მონაწილე პირების (მათ შორის, მცირეწლოვნების), პასუხისმგებელი პირების, ექსკურსიის თარიღისა და ლოკაციის შესახებ. სკოლის დირექტორი განიხილავს წარდგენილ ინფორმაციას/დოკუმენტებს და იღებს გადაწყვეტილებას ექსკურსიის განხორციელების შესახებ გონივრულ ვადაში. ექსკურსიაში მონაწილე სრულწლოვან პირთა შორის უნდა იყოს სულ მცირე ერთი ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევები. ექსკურსიის ორგანიზატორს უნდა ჰქონდეს მოსწავლის მშობლის წერილობითი თანხმობა ექსკურსიაში მოსწავლის მონაწილეობის შესახებ, თუ მოსწავლის წარმომადგენელი არ ახლავს მას ექსკურსიაზე. პასუხისმგებლობა ექსკურსიის ორგანიზებულად ჩატარებასა და მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე ეკისრება ორგანიზატორ პირს/დამრიგებელს.

      18.9 საკლასო ოთახებში, დერეფნებში, სამსახურეობრივ და სანიტარულ ოთახებში უსაფრთხოების უზრუნველყოფა:

      ა) სკოლის ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ტექნიკური ბაზის ზედამხედველი;

      ბ) კონკრეტულად ოთახებში  ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესის დაცვა ეკისრება პასუხისმგებელ პირებს - კლასის დამრიგებელსა და ლაბორატორიით მოსარგებლე საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებს

      გ) მოსწავლეების მიერ სკოლაში ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ცოდნაზე და ზუსტ შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება  დამრიგებელს;

      დ) პირველი, ვინც შეამჩნევს ხანძრის კერას, ვალდებულია, სკოლის დაცვის  მეშვეობით მისცეს სახანძრო განგაშის სიგნალი (მოკლე ზარების ჯერი);

      ე) ხანძართან ბრძოლის პირველადი საშუალებები (ცეცხლმაქრები) გადანაწილებულია სკოლის დერეფნებში.

      18.10 სამუშაო საათების დასრულების შემდეგ  ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი  პირი -ტექნიკური ბაზის ზედამხედველი-ვალდებულია:

      ა) შეამოწმოს შენობა და ინვენტარი;

      ბ) გამორთოს შუქი და ელ. ხელსაწყოები;

      გ) დაკეტოს ფანჯრები და დადგენილი წესით ჩააბაროს კაბინეტი დარაჯს.

      18.11 აკრძალულია:

      ა) გაუმართავი ელ. გაყვანილობითა და ელ. ხელსაწყოთი მუშაობა;

      ბ) ელ. გამანაწილებელ ფარებში  მწყობრიდან გამოსული ელ. ავტომატის თვითნაკეთი ზღუდარით ჩანაცვლება;

      გ)  თვითნაკეთი ელ. გამათბობლების გასათბობად, საჭმლის მოსამზადებლად, წყლის ასადუღებლად გამოიყენება.

      დ) სკოლის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება;

       ე) სკოლის ტერიტორიაზე პიროტექნიკული ნაკეთობებისა და სხვა სწრაფაალებადი საშუალებების  შემოიტანა და გამოიყენება

      ვ)  სკოლაში და მიმდებარე ტერიტორიაზე მოწევა;

      18.12 ხანძრის შემთხვევაში:

      ა) ცხადდება სახანძრო განგაში;

      გ) არსებული საშუალებებით იწყება ხანძრის ლიკვიდაცია.

      მუხლი 19.  უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მექანიზმები

      19.1 სკოლაში  უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმებია:

      ა) დარაჯი,  ვიდეოკამერები შიდა და გარე პერიმეტრზე;

      ბ) ევაკუაციის გეგმის შესაბამისად განთავსებული  ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი;

      გ) ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული ევაკუაციის გეგმა;

                   დ) „112“-ის გამოძახება უსაფრთხოების წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.

      19.2 სკოლას მოსწავლეთა და დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად და პირველადი დახმარების აღმოჩეის მიზნით ჰყავს ექიმი/ექთანი;

      19.3 სკოლაში კოვიდ-19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დამტკიცებულია საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულება სავალდებულოა მოსწავლეების, მათი მშობლების, დასაქმებულებისა და სკოლაში შემომსვლელი ყველა პირისთვის;

      თავი 13. განცხადების/საჩივრის განხილვა

      მუხლი 20.  განცხადების/საჩივრის განხილვის წესი         

      20.1 სკოლაში შემოსული სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მონაწილეთა განცხადება/საჩივარი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციაში უნდა გატარდეს დადგენილი წესით.

      21.2 სკოლაში შემოსულ განცხადებაზე/საჩივარზე სკოლა რეაგირებას ახდენს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

      22.3 მოსწავლეს, მშობელს/კანონიერ წარმომადგენელსა და დასაქმებულს უფლება აქვთ თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლის და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღონ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება.

      თავი 14. დასკვნითი დებულებანი

      მუხლი 21. შინაგანაწესში ცვლილებების შეტანა:

      1. შინაგანაწესს  ამტკიცებს სკოლის დირექტორი.

      2.   შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა მოსწავლეებისათვის, სკოლაში დასაქმებული და სკოლის ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირისათვის.

      დანართი N1