• შპს ჰელიოსში სამედიცინო დახმარების, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესი

        •  

           

          მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი

           

          1.შპს ჰელიოსში სამედიცინო დახმარების, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს შპს ჰელიოსის (შემდგომში – სკოლა) ტერიტორიაზე, სასკოლო დროს სამედიცინო დახმარების, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის დაცვის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებს.

          2. ამ წესის მიზანია:

          ა) ბავშვთა უფლებების დაცვა და ბავშვთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება;

          ბ) სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;

          გ) სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაზე ეფექტური რეაგირება;

          დ) ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და ემოციურად უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველყოფა; ე) სკოლის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული მოქმედების ხელშეწყობა.

          მუხლი 2. სამედიცინო დახმარების, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის დაცვის მექანიზმები

          1. სამედიცინო დახმარების, ხანძარსაწინააღდეგო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის სკოლა განახორციელებს:

          ა) პრევენციულ ღონისძიებებს;

          ბ) სამედიცინო დახმარების საჭიროებისას, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისას და საგანგებო სიტუაციებში

          (ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, მიწისძვრის, წყალდიდობის და ა.შ. დროს);- შესაბამის ღონისძიებებს.

          2. სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ევალებათ სკოლის დაცვასა და ტექნიკური ბაზის ზედამხედველს.

          3. სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს სამედიცინო დახმარება სკოლის მოსწავლეებისა და სხვა თანამშრომლებისათვის ევალება სკოლის ექიმს.

          4. ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სკოლაში ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილას გამოკრულია საევაკუაციო გეგმა, განთავსებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი და სამივე სართულზე დამონტაჟებულია ცეცხლმაქრი ბალონები;

          5. სამედიცინო დახმარების მიზნით სკოლაში არსებობს ექიმის კაბინეტი, რომელიც აღჭურილია შესაბამისი სამედიცინო რესურსებით.

          6.ინფორმირებულობის უზრუნველყოფის მიზნით, სკოლის შენობაში თვალსაჩინო ადგილას გამოკრულია: ა) შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112 -ის ცხელი ხაზის ნომერი – 112;

          ბ) დაცვის მობილური ტელეფონის სამსახურებრივი ნომერი; გ) დირექტორის ნომერი.

          7. სკოლა სასწავლო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს 30 დღისა მოსწავლეებსა და მათ კანონიერ წარმომადგენლებს/მშობლებს აწვდის ინფორმაციას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების ნომრების, ფუნქციებისა და მნიშვნელობის შესახებ.

          მუხლი 3. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა

          1.         სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას წარმოადგენს: ა) საგანგებო სიტუაციები (ხანძარი, მიწისძვრა, წყალდიდობა და ა.შ.);

          ბ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი გადამდები დაავადების შემთხვევა სკოლაში;

          გ) სკოლაში ფეთქებადი ნივთიერებების, მოსწავლის მიერ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნივთის, სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის აღმოჩენა ან ამ სახის ნივთიერებების/ნივთის არსებობის შესახებ

          შეტყობინება;

          დ) მოსწავლის/მასწავლებლის/სკოლის სხვა თანამშრომლის მიერ თამბაქოს, ალკოჰოლის ან/და ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების შეტანა, რეალიზაცია, მოხმარება სკოლის ტერიტორიაზე.

          2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების ან/და ქმედებისას სკოლის დაცვის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები ემსახურება ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.

           

          მუხლი 4. საგანგებო სიტუაციების დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები

          1. საგანგებო სიტუაციების დროს (ხანძრის გაჩენის/აღმოჩენის, წყალდიდობის დროს შენობაში წლის შემოვარდნის, ფეთქებადი ნივთიერებების აღმოჩენის,) სკოლის დაცვა რეკავს გაბმულ ზარს 1 წუთის განმავლობაში, აღებს

          საევაკუაციო გასასვლელს, რითაც საფრთხის შესახებ ატყობინებს შენობაში მყოფ ყველა პირს.

          2. განგაშის ზარის დარეკვისთანავე სკოლაში წყდება სასწავლო პროცესი.

          3. სკოლის დაცვა ვალდებულია უზრუნველყოს სიმშვიდის შენარჩუნება და პანიკის აღკვეთა.

          4. სკოლის ტექნიკური ბაზის ზედამხედველი განგაშის ზარის დარეკვისთანავე უკავშირდება 112- ს, აცნობებს საგანგებო სიტუაციის თავისებურებებს, საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის მიზეზს, სავარაუდო მასშტაბებს, არსებულ ვითარებას.

          5. სკოლის დაცვის თანამშრომელი და სკოლის ტექნიკური ბაზის ზედამხედველი ერთად ხელმძღვანელობენ სკოლის შენობაში მყოფი პირების ევაკუაციის პროცესს.

          6. ყველა კლასის დამრიგებელი ვალდებულია ამ დროს იყოს თავისი კლასის მოსწავლეებთან და აღრიცხოს შენობაში მყოფი ყველა მოსწავლე.

          7. ევაკუაციის პროცესი იწყება იმ პირებით, რომელთაც არ სჭირდებათ სხვების დახმარება გარეთ გასასვლელად; ეს გამორიცხავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაშავებას ევაკუაციის დროს;

          8. კლასის დამრიგებელი მოვალეა, სკოლაში შშმ პირის არსებობის შემთხვევაში, დარჩეს მასთან და დაეხმაროს.

          9. მოსწავლეების კანონიერ წარმომადგენლებს კლასის დამრიგებელი ატყობინებს აღნიშნულის შესახებ და აწვდის შესაბამის ინფორმაციას.

          10. სკოლის დირექტორი კი საგანგებო სიტუაციების შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს შესაბამის რესურსცენტრს და სამინისტროს.

          11. კლასის დამრიგებლები სკოლის დირექციასთან ერთად ემორჩილებიან სკოლის დაცვისა და ტექნიკური ბაზის ზედამხედველის მითითებებს და ატარებენ ევაკუაციის პროცესს ევაკუაციის გეგმის მიხედვით-გაჰყავთ მოსწავლეები შენობიდან (ხანძრის შემთხვევაში), ხოლო წყალდიდობისა და მიწისძვრის დროს სკოლა ხელმძღვანელობს 112-ის მითითებით.

          12. საგანგებო სიტუაციის დროს, სიტუაციის გათვალისწინებით, ტექნიკური ბაზის ზედამხედველი ვალდებულია: ა) გამოიყენოს ცეცხლმაქრი ბალონები;

          ბ) გათიშოს გაზის, ელექტროხელსაწყოების, წყალსადენი ქსელი;

          გ) იზრუნოს შენობაში არსებული დოკუმენტაციის, კომპიუტერული ტექნიკის, ლაბორატორიული მოწყობილობების, ნივთებისა და ინვენტარის შენობის უსაფრთხო ადგილას განთავსებაზე;

          დ) შენობის დატოვებისას, შესაძლებლობის შემთხვევაში დახუროს ფანჯრები და კარებები, რაც ხელს შეუშლის ცეცხლის გავრცელებას;

          13.       საგანგებო          სიტუაციის     მართვას          დაქვემდებარებისთანავე, დირექცია, სკოლის დაცვა, ტექნიკური ბაზის ზედამხედველი უზრუნველყოფენ მოსწავლეების და სკოლის სხვა თანამშრომლების მდგომარეობის პირველად შეფასებას.

          14. სკოლის ექიმი, საჭიროებიდან გამომდინარე, დაშავებულებს უწევს გადაუდებელ პირველად სამედიცინო დახმარებას.

          15. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე, სკოლის დირექტორი მიმართავს სამინისტროს სასწავლო პროცესის შეჩერების, შეწყვეტის ან განახლების შესახებ.

           

          მუხლი 5. სამედიცინო დახმარების, უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი გადამდები დაავადების შემთხვევის დროს

          1.         სკოლაში გადამდები დაავადებების შემთხვევის გამოვლენისას სკოლის ექიმი დაუყოვნებლივ უკავშირდება

          112-ს.

          2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების შემდგომ, სკოლაში გადამდები დაავადებების შემთხვევის გამომვლენი სკოლის ექიმი დაუყოვნებლივ აცნობს სკოლის დირექციას.

          3. სკოლის დაცვა და დირექცია უზრუნველყოფენ სკოლაში სიმშვიდის შენარჩუნებას.

          4. სკოლის ექიმი და სკოლის დირექტორი უზრუნველყოფენ დაავადებაზე საეჭვო ყველა პირის იზოლირებას სხვა პირებისგან.

          5. სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს დაავადებულთან კონტაქტირებული პირების იდენტიფიცირებას და მათ იზოლირებას სხვა პირებისაგან.

          6. სკოლის ექიმი უზრუნველყოფს გადამდებ დაავადებაზე საეჭვო პირებზე დაკვირვებას სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე, ასევე საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხოების შესაბამისი ზომების დაცვით პირველადი

           

          სამედიცინო დახმარების აღმოჩენას.

          7. სკოლის ექიმი აწვდის სასწრაფო დახმარების ბრიგადას შემთხვევასთან დაკავშირებულ ყველა ნიუანსს (მაგ, ნიშნები, ზუსტი დრო, ადგილი, გატარებული ღონისძიებები და ა.შ.) და, საჭიროების შემთხვევაში, ასრულებს მათ მითითებებს.

          8. კლასის დამრიგებელი ატყობინებს მოსწავლის ოჯახს აღნიშნულის შესახებ და აწვდის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას.

          9. სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას რესურსცენტრისა და სამინისტროსთვის.

          10. სკოლის ექიმი ასევე ვალდებულია უზრუნველყოს ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურისთვის „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის

          შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №01-26/ნ ბრძანების მოთხოვნათა დაცვით.

          11. სკოლის ექიმი უზრუნველყოფს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურის რეკომენდაციების საფუძველზე.

           

          მუხლი 6. მოსწავლის მიერ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნივთის, სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის სკოლაში აღმოჩენა

          1. სკოლაში მოსწავლის მიერ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნივთის, სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის აღმოჩენის შემთხვევაში, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით დასაშვებია

          უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება

          2. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გარემოებები მიუთითებს მოსწავლის მიერ სკოლის შინაგანაწესის შესაძლო დარღვევაზე ან/და შესაძლო სამართალდარღვევაზე და არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების შედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა ან/და შესაძლო სამართალდარღვევა.

          3. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების უფლებამოსილება აქვს სკოლის დაცვას ან დირექტორს.

          4. დაუშვებელია მოსწავლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნივთის გადამალვა ან/და რაიმე ფორმით განადგურება. სკოლის დაცვა უფლებამოსილია მიიღოს შესაბამისი ზომები მოსწავლის აღნიშნული ქმედების თავიდან ასაცილებლად.

          5. თუ აღმოჩენილია იმგვარი სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთები, რომლის მოსწავლის მიერ ფლობაზე რეაგირებაც საქართველოს კანონმდებლობით სამართალდამცავი ორგანოს კომპეტენციაა, სკოლის დაცვა დაუყოვნებლივ აცნობებს სამართალდამცავ ორგანოს.

          6. აღმოჩენილი ნივთებს სკოლის დაცვა გადასცემს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს ან სამართალდამცავ ორგანოს, ნივთის/საგნის ხასიათის გათვალისწინებით.

          7. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერებისას სკოლის დაცვამ:

          ა) უნდა იმოქმედოს მოსწავლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და მოსწავლის ღირსების სრული დაცვით;

          ბ) იყოს თავაზიანი, მომთმენი, იმოქმედოს მშვიდად და ისაუბროს მოსწავლისათვის გასაგებ ენაზე;

          გ) მოსწავლეს არ შეუზღუდოს იმ ნივთებით სარგებლობა, რომელიც არ აფერხებს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების მიმდინარეობას;

          დ) უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება არ ჩაატაროს ჯგუფურად.

          8. უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებას დამატებით უნდა ესწრებოდეს მოსწავლის კლასის დამრიგებელი;

          9. კლასის დამრიგებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს მოსწავლის მიმართ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების შესახებ.

          10. მოსწავლისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, სკოლის დირექცია ვალდებულია დაიწყოს მოსწავლის მიმართ დისციპლინური წარმოება.

          11. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე უარს აცხადებს უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებაზე და ამ მუხლის

          პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნივთის აღმოჩენა სხვაგვარად შეუძლებელია ან მოსწავლე უარს აცხადებს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელებისას აღმოჩენილი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნივთის სკოლის დაცვისათვის გადაცემაზე, სკოლის დაცვა ვალდებულია დაიწყოს მოსწავლის

           

          განცალკევების პროცედურა.

          მუხლი 7. სკოლის ვიდეოთვალთვალის სისტემით აღჭურვის წესი

          1. სკოლა აღჭურვილია შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოთვალთვალის სისტემით.

          2. სკოლის შიდა პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოთვალთვალის სისტემა უზრუნველყოფს სკოლის ყველა დერეფნის, შესასვლელისა (ფოიე) ვიდეოდაკვირვებისა და იქ მყოფი პირების ვიზუალურად დანახვისა და იდენტიფიკაციის შესაძლებლობას.

          3. სკოლის გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოთვალთვალის სისტემა უზრუნველყოფსს სკოლის გარე

          პერიმეტრის სრულად ვიდეოდაკვირვებისა და იქ მყოფი პირების ვიზუალურად დანახვისა და იდენტიფიკაციის შესაძლებლობას.

          4. ვიდეოთვალთვალის სისტემა, რომლებიც უზრუნველყოფს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოდაკვირვებას, შეესაბამება „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს

          №1143 ბრძანებით განსაზღვრულ ვიდეომეთვალყურეობის სისტემებსა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესებს.

          5. სკოლა ზრუნავს სკოლის ვიდეოთვალთვალის სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე და სკოლის დაცვის მიმართვის შემთხვევაში, უზრუნველყოს ყველა იმ ხარვეზის გამოსწორებასა და პრობლემის გადაწყვეტას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას დაცვის მიერ ვიდეოთვალთვალის სისტემით სარგებლობისას.

          მუხლი 8. სკოლის ვიდეოთვალთვალის სისტემის ადმინისტრირების წესი

          1. ვიდეოსათვალთვალო სისტემის ყოველდღიურ გამოყენებას და ადმინისტრირებას უზრუნველყოფს სკოლის დაცვა.

          2. სკოლის შიდა და გარე პერიმეტრებზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო სისტემით ვიდეოჩაწერა წარმოებს მუდმივად.

          3. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული მაგნიტური ლენტები (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა ინახება სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე წარედგინება ის სკოლის დირექციას, ასევე სამართალდამცავ ორგანოებს – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

          4. სკოლის დაცვა ვალდებულია უზრუნველყოს ვიდეოჩანაწერის ადგილზე გაცნობა მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლისათვის.

          5. მაგნიტური ლენტების (ელექტრონული ინფორმაცია) შენახვაზე და კონფიდენციალურობის დაცვაზე

          პასუხისმგებელია სკოლის დაცვა. სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს მაგნიტური ლენტების (ელექტრონული ინფორმაცია) შესანახად სათანადოდ დაცული ადგილის გამოყოფა უფლებამოსილ პირისთვის.

          6. სკოლის დაცვა ვიდეოთვალთვალის სისტემის ადმინისტრირებისას ვალდებულია:

          ა) აწარმოოს სკოლის და მისი მიმდებარე ტერიტორიის კონტროლი როგორც ვიდეოსათვალთვალო სისტემის საშუალებით, ასევე არადისტანციური დათვალიერებით.

          ბ) აღკვეთოს სკოლაში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი და გამოვლენილი სამართალდარღვევები და შეატყობინოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს;

          დ) გამოავლინოს დაპირისპირებულ მოსწავლეებს შორის კონფლიქტური სიტუაცია და აცნობოს დირექციას;

          ე) დაიცვას დამოუკიდებლად ან სკოლის დირექციასთან ერთად სკოლის ტერიტორიაზე წესრიგი და დისციპლინა; ვ) განაცალკევოს მოსწავლე ამ წესით საჭიროების შემთხვევაში;

          ზ) შეამოწმოს ვიდეოსათვალთვალო სისტემის გამართულობისა და გაუმართაობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს დირექციას;

          თ) ვიდეოსათვალთვალო სისტემის საშუალებით, სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის დათვალიერებას დარღვევის/სავარაუდო დარღვევის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გავიდეს შემთხვევის ადგილზე და ამის პარალელურად აცნობის დირექციას.

          2. სკოლის დაცვა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას თანამშრომლობს სკოლის დირექციასთან.

           

          მუხლი 10. წესის დარღვევა

          1.         ამ         წესის   დარღვევა        იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას სკოლის შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

          2.         სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს შინაგანაწესში ამ  წესის   დარღვევისათვის            შესაბამისი დისციპლინური ღონისძიებების განსაზღვრა, დარღვევის შედეგების სიმძიმის გათვალისწინებით.