სიახლეები

          • ჰელიოსი - მოზარდ მაყურებელთა თეატრს ესტუმრა

          • ჰელიოსი - მოზარდ მაყურებელთა თეატრს ესტუმრა!

            🎭 მე-5ბ კლასის მოსწავლეები სპექტაკლს - ჰომეროსის “ოდისეას” გაეცნენ და შეაბიჯეს მარადიული ღირებულებების სამყაროში.

            სპექტაკლი მოსწავლეებისთვის საინტერესო, შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა - დიდებული თავგადასავალი ოდისევსის მოგზაურობაში პატარა პერსონაჟებთან ერთად.

            ✨ ჰელიოსში განვითარება სიხარულით, აღმოჩენებითა და გასვლითი აქტივობებით იწყება

          • წიგნის საჯაროდ კითხვის დღე ოჯახთან ერთად

          • კითხვა აახლოებს - ჩვენი ბიბლიოთეკა მშობლების მიერ წაკითხულმა ამბებმა და ბავშვების ინტერესით სავსე თვალებმა აავსო.

            მე-3ა კლასის მოსწავლეებისთვის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ნამდვილ დღესასწაულად იქცა. მშობლებმა საკუთარი ხელით შერჩეული მოთხრობები წაუკითხეს შვილებს და კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ წიგნის კითხვა აახლოებს.

            მადლობა თითოეულ მშობელს ამ ჯადოსნური დღისთვის!

          • წიგნის საჯაროდ კითხვის დღე

          • მეგობრობა, რომელიც წიგნის სიყვარულით იწყება

            არსებობს მომენტები, რომლებიც სკოლის ყოველდღიურობას განსაკუთრებულს ხდის. “ჰელიოსში” წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.

            ჰელიოსი - ადგილი, სადაც ბავშვებს წიგნის სიყვარულს ვასწავლით.

          • კერძო სკოლა „ჰელიოსი“ და One World -„სწავლა საზღვარგარეთ“ ოფიციალური პარტნიორები არიან

          • მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ კერძო სკოლა „ჰელიოსი“ და One World -„სწავლა საზღვარგარეთ“ ოფიციალური პარტნიორები არიან!

            ეს თანამშრომლობა ჩვენს მოსწავლეებს უნიკალურ შესაძლებლობებს უხსნის წავიდნენ როგორც საზაფხულო, ისე ზამთრის სკოლაში:

            საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა.

            ახალი კულტურების გაცნობა და მსოფლიო გამოცდილების მიღება.

            პიროვნული და აკადემიური განვითარება გლობალურ გარემოში.

            ჩვენ გვჯერა, რომ განათლებას საზღვრები არ აქვს.

            სწორედ ამიტომ, ვქმნით გზას, რომელიც ჩვენს მოსწავლეებს მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო სივრცეებთან დააკავშირებს.

            სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/5dgP5Gsfy89kAdFt6

          • ძველი ბერძნული ანტიკური თეატრი და ოპერის გამვითარება

          • მუსიკის გარეშე ცხოვრება უბრლოდ შეცდომა იქნებოდა"- ნიცშე. ბავშვების გემოვნების განვითარებაზე ბევრი რამ ახდენს გავლენას, მათ შორის უპირველესია მუსიკა. სკოლა ჰელიოსის მე 6 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: " ძველი ბერძნული ანტიკური თეატრი და ოპერის გამვითარება".

          • ექსკურსია

          • ალბათ დაგვეთანხმებით, რომ კლასგარეშე განათლება, რომელსაც მოსწავლე არაფორმალურ გარემოში იღებს, ისეთივე მნიშვნელოვანია სოციალური და კვლევითი უნარების განვითარებისთვის, როგორც კლასში გამოყენებული სპეციალური მეთოდები.

            უფრო მეტიც – ამ დროს მოსწავლეები გართობისა და დასვენების დროს გაუცნობიერებლად იძენენ ახალ ცოდნას, განივითარებენ უნარ-ჩვევებს და გამოიმუშავებენ გარემოსადმი სწორ დამოკიდებულებას.

            ამ მიზნით, წლის დასასრულეს, მესამე კლასის მოსწავლეები სიყვარულის ქალაქს სტუმრობდნენ, დიდი ინტერესით დაათვალიერეს და მოილოცეს ბოდბის მონასტერი.

            სასწავლო შემეცნებითი ვიზიტი გასართობი ღონისძიებებით დასრულდა და მოსწავლეებს კიდევ ერთი ერთად გატარებული, დასამახსოვრებელი დღე დარჩათ სახსოვრად..

          • კვირა დღე თეატრში

          •  

            Vა კლასის მოსწავლეები გაზაფხულის მოსვლას მიეგებნენ და იმოგზაურეს ზღაპრის ჯადოსნურ სამყაროში.

            მათ იხილეს სპექტაკლი: ,,ბურატინო” და მიიღეს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.

          • შოკოლადის მუზეუმი

          • ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ შავი შოკოლადი სასარგებლოა და იმ სიამოვნებასთან ერთად, ამ ტკბილეულის მირთმევას რომ ახლავს, მისგან ბევრი სარგებლის მიღება შეგიძლიათ.

            სკოლა ჰელიოსის პატარა ანგელოზები შოკოლადის მუზეუმს ეწვივნენ სტუმრად, სადაც მათ მიიღეს ინფორმაცია შოკოლადის წარმოების შესახებ და დააგემოვნეს ნამდვილი ქართული შოკოლადი.

          • My Secret Garden

          • ,,სკოლა ჰელიოს"-ის მეორე კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში შესწავლილი ახალი თემის მიხედვით, შექმნეს ნამუშევრები სათაურით My Secret Garden, რომელსაც დაურთეს ინგლისურენოვანი აღწერა.კრეატიული მიდგომით მოსწავლეებმა მარტივად აითვისეს ახალი მასალა.

          • IVბ კლასის აქტივობა ინგლისურში

          •  IVბ კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე ისაუბრეს კოსმოსის და კოსმოსში პირველი მოგზაურობის  შესახებ. გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი. მიიღეს ინფორმაცია  კოსმოსში და მთვარეზე პირველი მოგზაურების  შესახებ. იციან  საერთაშორისო კისმოსური სადგურების მუშაობის  შესახებ.

          • კითხვის კონკურსი

          • ❤️ ,,სკოლა ჰელიოსის" 2ბ კლასში ჩატარდა კითხვის კონკურსი ინგლისურ ენაში 📖 მოსწავლეებმა შეძლეს სრულყოფილად, უშეცდომოდ წაეკითხათ უცხოენოვანი ტექსტი, ისინი შეფასდნენ წინასწარ გაწერილი კრიტერიუმებით. თოთოეულმა მათგანმა მაქსიმალურად წარმოაჩინა თავიანთი შესაძლებლობები ❤

          • ჰელოუინი

          • ❤️ ,,სკოლა ჰელიოს"-ის 2გ კლასის მოსწავლეებმა თავისი ხელით შექმნილი დეკორაციებითა და მხიარული განწყობით აღნიშნეს ჰელოუინი. ❤🎃მოაწყვეს კოსტუმირებული წვეულება, გააკეთეს ჰელოუინის თამაშის trick or treat იმიტირება სიმღერით, ორივე ენაზე ისაუბრეს ჰელოუინის ისტორიასა და  მნიშვნელობაზე. ღონისძიება დიდი მხიარულებითა და საზეიმო განწყობით დასრულდა.❤️

          • ფერადი შემოდგომა

          • წელიწადის ყველა დრო ბავშვებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია და თითოეულ მათგანს აქვს თავისი ხიბლი. წარმოდგენილი აქტივობისთვის შევარჩიეთ შემოდგომის თემა, რადგან განსაკუთრებული სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით ხასიათდება. ბავშვებისთვის შემოდგომის პერიოდი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა წარმოდგენილი ბუნებრივი თვალსაჩინოებებით, რაც შემოდგომას ახასიათებს. აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა შეასრულეს ნახატები, წარმოთქვეს ლექსები და ისაუბრეს შემოდგომით მოსავლის მრავალფეროვნებაზე, რომელიც ადამიანის დაუღალავი შრომის შედეგია.

          • მხიარული ვიქტორინა

          • " სკოლა ჰელიოსის"  2გ კლასში ჩატარდა  სახალისო ვიქტორინა მათემატიკაში. ვიქტორინა  შედგებოდა 3 ტურისაგან. სახალისო ამოცანები, ჩაფიქრებული რიცხვის პოვნა და ქვიშის საათი(დროზე ორიენტირებული).

          • ჰაგიოგრაფიული მწერლობის ნიმუშები

          • ,,სკოლა ჰელიოსის"Xკლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს ჰაგიოგრაფიული მწერლობის ნიმუშები.ისაუბრეს ეკლესიის როლზე ქრისტიანობის განმტკიცების საქმეში.პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს საქართველოსა  და საზღვრებს მიღმა არსებული სასწავლო_სამონასტრო ცენტრები(გელათისა და იყალთოს აკადემია,ათონის სალიტერატურო სკოლა,პეტრიწონის ფილოსოფიური კერა)აქტივობის მიზანი იყო შესწავლილ მასალებს შორის ურთიერთკავშირის დამყარება და სამონასტრო ცხოვრების ზოგადსაკაცობრიო როლის განსაზღვრა.

          • შემოდგომის ფერები

          • ❤️🍂🍁 "სკოლა ჰელიოსის"  2გ კლასის მოსწავლეებმა  საკლასო ოთახი  შემოდგომის თბილი ფერებით მორთეს .ნიჭიერმა ბავშვებმა ხელოვნების გაკვეთილზე ფერადი ფურცლებისაგან  შექმნეს წითელ-ყვითელი ფოთლები, ქოლგები და რაც მთავარია   შემოდგომის მზესავით თბილი განწყობა შეგვიქმნეს თავისი ხელებით.🍂🍁❤️

          • ორგანული ქიმია ჩვენ ცხოვრებაში

          • პრეზენტაცია - ,,ორგანული ქიმია ჩვენ ცხოვრებაში'' XI კლასის მოსწავლეებმა  პედაგოგის ხელმძღვანელობით  ისაუბრეს ორგანული ქიმიის მნიშვნელობაზე ადამიანისა და ბუნებისთვის. აღნიშნეს მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, გაუზიარეს ერთმანეთს ცოდნა, რამაც უფრო საინტერესო გახადა თემის შესწავლა

          • სასწავლო წლის დაწყება

          • მოხარულები ვართ რომ მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად სასიხარულო ამბავი გვაქვს. “სკოლა ჰელიოს"-ის ადმინისტრაცია თავს იკავებდა ახალი სასწავლო წლის დაწყების შესახებ ინფორმაციის მოწოდებისგან, რადგან ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი რა რეკომენდაციების გათვალისწინება მოგვიწევდა. მოგეხსენებათ, დღეს გახდა ცნობილი თუ რა რეგულაციების დაცვა მოგვიწევს ახალი სასწავლო წლის დაწყებისას. აღნიშნული რეგულაციების გათვალისწინებით, გვინდა გაცნობოთ, რომ "სკოლა ჰელიოსი" სასწავლო პროცესს განაახლებს 15 სექტემბერს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სკოლის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი პანდემიამდეც იყო მცირერიცხოვანი კლასები გვაქვს შესაძლებლობა სწავლა დავიწყოთ ჩვეულ რეჟიმში I-დან XI კლასის ჩათვლით. აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ 25 აგვისტომდე თითოეულ კლასს დაუკავშირდება დამრიგებელი და 5 სექტემბრამდე ჩაინიშნება მშობლებთან შეხვედრები. "სკოლა ჰელიოსი" მოუთმენლად ელოდება მოსწავლეებთან შეხვედრას!

          • საგზაო ნიშნები

          • ❤️საგან მე და საზოგადოებაში მესამე კლასის მოსწავლეებმა გამოიგონეს და ფერადი ქაღალდებით შექმნეს საგზაო ნიშნები🚙🚗🚦🚥. ასევე შექმნეს გზის სავალი ნაწილი და განალაგეს საგზაო ნიშნები შესაბამის ადგილებზე.❤️